ნინი გოგიჩაიშვილი, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ის ჟურნალისტ ნათია ბანძელაძისა და ყველასთვის საყვარელი ტელესახის, გიორგი გოგიჩაიშვილის, იგივე გოგიჩას შვილია. ნინის თავადაც წარმატებული კარიერა აქვს და 2018 წელს „მის საქართველოს“ ტიტულიც დაიმსახურა. გარდა მოდელობისა, ის ტელეწამყვანის აპლუასაც ითავსებს და გატაცებულია კულინარიით.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინი გოგიჩაიშვილი შეყვარებულია. მოდელის რჩეული ხშირად ანებივრებს მას ულამაზესი ყვავილებით, ნინი კი თაიგულებთან პოზირებს და ფოტოებს გამომწერებსაც უზიარებს. მიუხედავად ამისა, ის პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს.
გამომწერები ნინის მიმართ არასდროს იშურებენ კომპლიმენტებს და მის განსაკუთრებულ გარეგნობას ყოველთვის ხაზს უსვამენ. გამორჩეულია მოდელის სტილიც - ის თანაბარი წარმატებით ირგებს როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ სამოსს. როგორც მის „ინსტაგრამზე“ ჩანს, უყვარს ღია, პასტელური ფერები, უფრო კი - თეთრი. კამერების წინ ხშირად ჩნდება კლასიკური შარვლები და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ნინიმ ბებიასა და ბაბუას ოცნება აუხდინა და პარიზის დასათვალიერებლად წაიყვანა. ამ ამბავმა სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანისგან დაიმსახურა შექება. პარიზიდან ფოტოები თავად ნინიმაც გამოაქვეყნა და გულშემატკივრების მხრიდან არაერთი კომპლიმენტი მიიღო: „საოცარი გოგო ხარ, ლამაზი და კეთილშობილი. ბებოს და ბაბუს ასეთი გაბედნიერებისთვის კიდევ ცალკე აპლოდისმენტები შენ“, „საოცრება ნინი”, „სილამაზე ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.