ფოტომოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და სოციალურ ქსელშიც გამოირჩევა აქტიურობით.
თამოს ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებ. მოდელმა თმის ფერი შეიცვალა და გამომწერებს მიმართა- მოსწონთ თუ არა მისი განახლებული იმიჯი.
"როგორ მოგწონთ მეგობრებო ჩემი თმის ფერი?" - თქვა თამომ "ინსტაგრამსთორიში" გამოქვეყნებულ ვიდეოში. გამომწერების მხრიდან მოდელმა უამრავი კომპლიმენტი და დადებითი შეფასება მიიღო. "აღარ გაიღიავო თმა, ასე ძალიან გიხდება", "ქერა გაბერებს, აღარ შეიღებო", "ძალიან მოგიხდა" - წერენ კომენტარებში.
თამო ვაშალომიძის რჩეული აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. მოდელი გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებს და მათგან არაერთ დადებით შეფასებას იღებს. თამოს ორი შვილი ჰყავს: სოფია წინა ურთიერთობიდან და მაქსიმე აკა სამხარაძისგან.