წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებით პოპულარულია და "ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერს ხშირად უზიარებს ყოველდღიურ და კარიერულ სიახლეებს.
ამჯერად ნუცამ ფოტოები ზღვისპირეთიდან გამოაქვეყნა, სადაც საცურაო კოსტიუმით პოზირებს. "გაიღიმე, ცხოვრება მშვენიერია", - დაწერა ნუცამ და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო.
"რა მაგარ ტანზე ხარ", "უნაკლო", "მშვენიერ ფორმაში ხარ", - უწერენ მომღერალს კომენტარებს აღფროვანებული გამომწერები.
ნუცას ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. გამომწერები, გარდა მისი ვოკალური მონაცემებისა, ხშირად უსვამენ ხაზს მომღერლის სტილსა და გარეგნობასაც. ნუცა არ ერიდება ექსპერიმენტებს და ხშირად იცვლის იმიჯს.