მომხიბლავი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სექსუალური სტილის სამოსის მოყვარულია.
უკვე რა ხანია, რაც ვარჯიშობს და ცდილობს, სულ ფორმაში იყოს.
ცოტა ხნის წინ ცეცხლოვანი და ემოციური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩვეულ ამპლუაშია.
თავისი გამომწერებისთვის ერთგვარი მოტივაციის წყაროა, რადგან ფორმაში ჩადგომაზე ბევრი ქალბატონი ოცნებობს.
ფაქტია, მოცეკვავე არაჩვეულებრივად გამოიყურება.
"რა კარგად გამოიყურები", "რა ფორმაში ხარ, სალომე" - უწერენ აღფრთოვანებული გამომწერები.
სალომეს მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია და ეს გასაკვირი არც არის, თუნდაც იმიტომ, რომ ცდილობს ხშირად შემოგვთავაზოს ცეცხლოვანი ცეკვები.