მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
ამჯერად ნინუცა მაყაშვილმა ახალი იმიჯი მოირგო და თმის ფერი შეიცვალა, ფოტოები კი გამომწერებსაც გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა, ნინუცა შედეგით თავადაც კმაყოფილია და გულშემატკივრების მხრიდანაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო: „როგორ გიხდება, საოცარი ფერია“, „რა ლამაზად გამოიყურები“, „არაჩვეულებრივი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.