მრავალფეროვნებისთვის
შემოდგომაზე, როცა დღე თანდათან იკლებს და მზეც იშვიათად ანათებს, ვცდილობთ, ჩვენს გარდერობში უფრო ნეიტრალური, მუქი ტონები შევიტანოთ. საბედნიეროდ, ამ სეზონის მოდის ტენდენციები სრულ თავისუფლებას გვაძლევს, შევუხამოთ ერთმანეთის მსგავსი ტონის სხვდასხვა ფერები და აღარ არის საჭირო, რომ ჩვენი სამოსი ნათელი ფერებით გავახალისოთ.
კომფორტისთვის
თუ თქვენ დატვირთული გრაფიკი და საქმიანი დღის რეჟიმი გაქვთ, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისად გამოიყუებოდეთ და თან თავსაც კომფორტულად გრძნობდეთ, ეს რთულია, თუმცა შესაძლებელი. იმისთვის, რომ შეხევდრებისა თუ გასაუბრებების დროს სამოსმა ხელი არ შეგიშალოთ, ეცადეთ, არჩევანი მსუბუქ და ელეგანტურ ქურთუკზე შეაჩეროთ. ასეთ დროს საუკეთესო გზა მსგავსი სამოსია, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ხასიათს, იმიჯის და, ამასთანავე, შეგიქმნით კომფროტს.
სითბოსთვის
ხელოვნური ბეწვი, ქურთუკი და თბილი მაისური თქვენი ცივი დღეებისთვის საუკეთესო არჩევანია. ეს არამხოლოდ თბილი, არამედ კომფორტული და მოდური კომბინაციაა, რომელიც უკვე სამი სეზონია, აქტუალურობას არ კარგავს. სადა, გრაფიკული ელემენტებისგან დაცვლილი ქურთუკი თქვენს ყოველდღიურობას ელეგანტურობას შეჰმატებს. მთავარია, „ლუქის“ აწობისას, არ აურიოთ სამ ფერზე მეტი და ეცადოთ, შეუხამოთ მსგავსი ტონები, რათა შეინარჩუნოთ სისადავე და არ გახდეთ განსაკუთრებით თვალშისაცემი.
გონივურილი არჩევანისთვის
ტენდენცია, რომელმაც დღეს თითქმის ყველა ინდუსტრია მოიცვა, ეკოლოგიისა და მაქსიმალურად უსაფრთხო პროდუქტის გამოყენებაა. ეცადეთ, არ შეიტანოთ თქვენს გარდერობსი პლასტიკური ჩანთები და აქსესუარები, იყიდეთ ისეთი სამოსი, რომელიც გაძლებს არა 2-3 თვეს, არამედ რამდენიმე წელს... ნივთის ყიდვამდე, დაფიქრდით, მოუხდება თუ არა ის თქვენს უკვე ნაყიდ სამოს, ჯდება თუ არა თქვენს სტილში, შეძლებთ თუ არა მის საჭიროებისამებრ გამოყენებას...
თავდაჯერებულობისთვის
2021 წელს სრულად შეიცვალა თბილი ქურთუკების ტრენდი და უპირატესობა უფრო დიდი ზომის, მაქსიმალურად თბილ და კომფორტულ სამოსს მიენიჭა. ასე რომ, თუკი აქამდე ტრენდულად თხელი, მოკლე ქურთუკები ითვლებოდა, ახლა თამამად შეგიძლიათ მოირგოთ გრძელი და ფუმფულა მოსაცმელები ისე, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად და არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა.