ნინო ნადირაძე-კუზანოვას საზოგადოება კარგად იცნობს. ის ცნობილი ექიმის, ივა კუზანოვის რძალი და გუგა კუზანოვის მეუღლეა. ნინო თავადაც ექიმია და მისი შვილები, ბაია და ივაც, ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ. ნინო ნადირაძე აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზეც, ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანი და ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა.
ამჯერად ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს შეცვლილი იმიჯით აქვეყნებს: „როგორც იქნა, გავბედე და გავიკეთე წინამო, ანუ „ჩოლკა“. რაღაც, ძალიან მერვეკლასელი გავხდი“ - ამბობს ის. ტელეწამყვანის შეცვლილმა იმიჯმა მეგობრებისა და გამომწერებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.