თათია შარანგია საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა მან ლაშა შევარდნაძეზე იქორწინა და ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა და მისი მეორე რჩეული ბიზნესმენი სანდრო შელიაა. წყვილს ბედნიერი ოჯახი აქვს და ამის პარალელურად, ახერხებს, წარმატებული კარიერაც აიწყოს.
თათია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საავტორო გადაცემის, „სთორის“ წამყვანია და ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. გარდა მისი პროფესიული უნარებისა, მოწონებას ხშირად თათიას გარეგნობა და სტილიც იმსახურებს. მან „ინსტაგრამზე“ წლების წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც რადიკალურად განსხვავებული იმიჯი და თმის ფერი აქვს: „ძალიან გიხდება“, „თათია, მუქი თმა გიხდება“, „ყოველთვის საოცრად გამოიყურები“ - წერენ კომენტარებში.