იმისათვის, რომ რაც შეიძლება კომფორტული, ელეგანტური და პრაქტიკული ნივთის ძიება მარტივი იყოს, ჩვენ შევადგინეთ სპეციალური ინსტრუქცია და გავითვალისწინეთ აბსოლუტურად ყველაფერი: მოდური სტილიდან დაწყებული, სრულყოფილი კომპოზიციით დასრულებული.
სვიტერი არის უაღრესად მრავალმხრივი კომპონენტი, რომელიც აქტუალურია ნებისმიერ სეზონზე. იმის მიხედვით, თუ როგორ და სად აპირებთ მის ჩაცმას, უნდა აირჩიოთ შესაბამისი კომპოზიცია, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შალის სვიტერში საოცრად არაკომფორტული იქნება თქვენთვის ოფისში მუშაობა, ხოლო ბამბა აბსოლუტურად არ არის შესაფერისი ზამთრის გასეირნებისთვის.
ქსოვილი
ქაშმირის სვიტერები ხშირად იდეალური არჩევანია: ისინი თბილია, სხეულისთვის სასიამოვნო, მაგრამ არა სქელი, რბილი და კომფორტული, თუმცა მათი მოვლა არც ისე მარტივია. საჭიროა, ხშირად წაიღოთ ქიმწმენდაში, შეინახოთ განცალკევებით... თუ ეს თქვენთვის დიდ დისმოფორტთანაა დაკავშირებული, შეარჩიეთ ისეთი სვიტერი, რომელიც არამხოლოდ ქაშმირისგან, არამედ სხვა მასალისგანაცაა დამზადებული. კომბინირებული ქსოვილი მოსავლელად უფრო მარტივი იქნება.
უფრო ფრთხილად უნდა იყოთ შალის სვიტერებთან: მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებად კაპრიზულნი არიან მოვლისას, თქვენ შეიძლება განიცადოთ გარკვეული დისკომფორტი შეგრძნებებში - ახლა მაღაზიებში ხშირად ნახავთ მატყლისა და სინთეზური ბოჭკოების კომბინაციას. თუ გადაწყვეტთ 100% მატყლის სვიტერის ყიდვას, არჩევანი შეაჩერეთ უფრო რბილი მერინოსის ან ალპაკას მატყლზე.
ბამბის სვიტერები არის მყარი ტექსტურირებული სვიტერები, რომლებიც შესანიშნავია ყველა სეზონზე გამოყენებისთვის. მათი შენახვა მარტივია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ცივ სეზონზე დიდხანს სეირნობისას არ გაგათბობთ.
100% აკრილის ან სხვა სინთეტიკური ბოჭკოებისგან დამზადებულ სვიტერებს, რომლებიც ყველგან გვხვდება მასობრივ ბაზარზე, პრაქტიკულად, არ გააჩნიათ თერმული თვისებები. გარეგნულად, ისინი ხშირად კარგად გამოიყურებიან, შეიძლება ჰქონდეთ საინტერესო ტექსტურაც, ისინი იაფია, მაგრამ არც ისე გამძლე.
ზომა
ოვერსაიზის მოდამ არც სვიტერები დაინდო. ასეთი სვიტერები უნივერსალურია ყველა ტიპის ფიგურისთვის, გარდა ფართო მხრების მქონე გოგონებისა, რადგან ეს მოდელი დამატებით მოცულობას შემატებს და შეიძლება ფიგურის პროპორციები არაჰარმონიული გახადოს. გოგოებისთვის, რომელთა მხრები უფრო ვიწროა, ვიდრე თეძოები, ეს უბრალოდ აუცილებელია დეტალია.
სიგრძე
მოკლე სვიტერი კარგად შეეფერება პატარა ზომის გოგონებს. ეს გაძლევთ საშუალებას, აწიოთ და ხაზგასმით აღნიშნოთ წელის ხაზი, შესაბამისად, უფრო მაღალი გამოჩნდეთ. მეორეს მხრივ, ფართო თეძოების მქონე გოგოებს იდეალურად უხდებათ გრძელი სვიტერები, რომელიც დაფარავს ბარძაყის ფართო ნაწილს.
პრინტი
იმისათვის, რომ სვიტერი უნივერსალური იყოს, უმჯობესია, აირჩიოთ ნეიტრალური ფერების მყარი მოდელები (ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი, ღვინისფერი, მწვანე, ლურჯი). თუ გსურთ, რომ სვიტერი გარდერობის აქცენტირებული ნაწილად აქციოთ, შეარჩიეთ მოდელი პრინტით. უმარტივესი გზაა სურათების გაერთიანება მარტივი ფერებით, მაგალითად, გეომეტრიული და აბსტრაქტული ორნამენტებით.