ელეგანტურობა ქალისთვის ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, მოხდენილი სამოსის ტარება და დახვეწილი იმიჯი თქვენზე ყოველთვის ბევრს ამბობს. წლების მატებასთან ერთად, რთულია, ფეხი აუწყო თანამედროვე ტენდენციებს და შეელიო წლების წინ ნაყიდ საყვარელ სამოსს, თუმცა ამისთვის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს.
ელეგანტური ქალის გარეგნობა
დღეს მოდის ექსპერტები თამამად ამბობენ, რომ თანამედროვე სტილი მოითხოვს დასრულებულ „ლუქს“, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალი ყოველთვის უნდა დაფიქრდეს, შეიძლება თუ არა რაიმე აქსესუარის დამატება და სასურველი ეფექტის გაძლიერება. მაგალითად, საზაფხულო თხელი გრძელი კაბა შეიძლება უბრალოდ ღამის პერანგს ჰგავდეს, სანამ მას ქამრით არ გააფორმებთ.
სახიფათო ხრიკები
ქალები ყოველთვის უნდა დააკვირდნენ, როგორი ჭრა და სილუეტი აქვს მათ სამოსს, რადგან ვერტიკალური ხაზებისა და სწორი ფორმების შერჩევით, მარტივადაა შესაძლებელი რამდენიმე კილოგრამის მოკლება და ნაკლოვანებების დაფარვა. სწორი ჭრის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დამალოთ მუცელი ან ძალიან განიერი თეძოები.
ელეგანტური აქცენტები
სადავო არ არის, რომ სამოსში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი აქცენტების დასმაა. სწორედ ამიტომ, თუკი ამის საშუალებას ფიგურა და სიტუაცია გაძლევთ, არასდროს თქვათ უარი მუცლის მცირე ნაწილის გამოჩენაზე, ასევე, ზომიერ დეკოლტეზე, რომელის თქვენს გარეგნობას კიდევ უფრო ნაზსა და ელეგანტურს გახდის. ამ ეფექტის მისაღწევად მარტივი გზაა ქუსლიანი ფეხსაცმელი და სწორად შერჩეული ჩანთა. გახსოვდეთ, რომ ჩანთა მნიშვნელოვანი აქსესუარია და მისმა არასწორად შერჩევამ შეიძლება თქვენი გარეგნობა მთლიანად შეცვალოს.
ყოველდღიური სამოსი
ყოველდღიური მოხმარებისთვის არასდროს თქვათ უარი ისეთ აქსესუარებზე, როგორებიცაა, ჩანთა, სამკაულები, ქუდი... მათ გამოსახულების მარტივად და ელეგანტურად შეკვრა, დასრულება შეუძლიათ. ისინი შემატებენ ხალისს თქვენს გარეგნობას.
თქვენ რა ხრიკებს იყენებთ იმისთვის, რომ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.