წლის დასაწყისი შესაფერისი დროა, რათა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თუმცა, ჯობს გარდერობის განახლებაზეც იფიქროთ. მოგიყვებით იმ მთავარი ტენდენციების შესახებ, რაც 2022 წლის განუყოფელი ნაწილი იქნება.
აქცენტი ფეხებზე
ქალის სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილი, დიზაინერების აზრით, მისი ფეხებია. ყოველ შემთხვევაში, მომავალ წელს მთელი ყურადღება სწორედ მათზე იქნება მიმართული. შემოთავაზებულია ამ ზონის აქცენტირება სხვადასხვა გზით: გაბედული მინი სიგრძე, უზარმაზარი პლატფორმები, კაბები ასიმეტრიული ჭრით და ასე შემდეგ.
ამოჭრილი ტანსაცმელი
ახალი წლის დევიზია: „ნუ იქნებით მორცხვი“. სექსუალურობის ტენდენცია სულ უფრო და უფრო მატულობს და ამონაჭრები ახლა ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი ჩნდება: წელის, მკერდის ქვეშ, ზურგზე.
სიბრჭყვიალე
ლოქდაუნების დასრულების შემდეგ, ყველას დასვენება გვინდოდა. Valentino-მ, Versace-მ, Loewe-მ, Louis Vuitton-მა და ბევრმა სხვა ბრენდმა უამრავი კაბა გვაჩვენეს, რომლებიც ანათებენ, კაშკაშებენ და ბრჭყვიალებენ. ეს ტენდენცია 2022 წლის განმავლობაში სულ აქტუალური იქნება.
დაბალი წელის ხაზი
ზოგისთვის ეს კოშმარია, ზოგისთვის კი ნოსტალგია: რასაც არ უნდა გრძნობდეთ დაბალწელოვან შარვალსა და კაბებზე, ისინი მაინც ბრუნდებიან.
კორსეტები
მომავალ გაზაფხულზე ყურადღება გამახვილებულია მაცდუნებელ ელემენტებზე. ყველაზე ეფექტური ვარიაციები კი კორსეტებია...გაგრძელება