ამ გაზაფხულზე მოდის სახლებმა ერთდროულად მოამზადეს რამდენიმე გახმაურებული ტრენდი 90-იანებიდან. ნოსტალგიების შემდეგ, დიზაინერები უბრუნდებიან 90-იანების ეპოქას მინი ქვედა-ბოლოების, დაბალწელიანი ჯინსების და პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც ერთ დროს ბიონსესა და პარიზ ჰილტონის დამახასიათებელი ნიშნები იყო.
ამავდროულად, 2022 წლის გაზაფხულის კოლექციებსი კლასიკის მოყვარულებისათვის ადგილი თითქმის საერთოდ არ არის, რადგან კლასიკურ ტანსაცმელს კაშკაშა ფერები, პეპლის ფორმის ტოპები, კაბები და ჯინსები ცვლის.
წარმოგიდგენთ გაზაფხულის ტენდენციებს და ყველაფერს, რაც უნდა ატაროთ ახალ სეზონზე:
ბაიკერის ქურთუკი, ყოველდღე
მასიური მხრები და უხეში კანი ამ სეზონისთვის საუკეთესო დუეტია, სწორედ ამიტომაა ამდენი ქურთუკი თითქმის ყველა დიზაინერის კოლექციაში. არჩევანიც საკმაოდ დიდია: ვინტაჟური სტილის მოდელიდან, დიდი ზომის ბაიკერის ქურთუკებამდე, როგორებიცაა მაგალითად ბალენსიაგას კოლექციებიდანაც.
აქცენტი ფერზე
ახალ სეზონზე ნათელი ფერები კიდევ უფრო აქტუალური გახდა. დიზაინერებმა შეინარჩუნეს მწვანე პალიტრის ტენდენცია, მაგრამ ასევე დაამატეს ღია ყვითელი, ნარინჯისფერი და ვარდისფერი ფერები.
ბუმი ლოგომანიაზე
მას შემდეგ რაც გასულ წელს გუჩიმ და ბალენსიაგამ მსოფლიოს აჩვენეს საკუთარი ლოგოები, ორმაგი ლოგოები გაჩნდა ჩანთებზე, კოსტიუმებსა და ქურთუკებზე.
პლატფორმების დაბრუნება
პლატფორმების დაბრუნება მოდის ინდუსტრიისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პირველ რიგში, დიზაინერები აქტიურად აცოცხლებენ ტენდენციებს 2000-იანი წლებიდან. მეორეც, მოდის სახლები ამ დაბრუნებისთვის ზედიზედ რამდენიმე სეზონია გვამზადებენ.
და მაინც, მადლობა ვერსაჩეს უნდა გადავუხადოთ ასეთი აჟიოტაჟისთვის. ფეხსაცმელებმა ანომალიურ პლატფორმაზე, რომელიც დონატელამ FW 21-ის კოლექციაში შემოიტანა, რამდენიმე თვეში მთელი ინსტაგრამ პლატფორმა მოიცვა. ახალ სეზონში დიზაინერები გვთავაზობენ, რომ ამ სტილში ჩავიცვათ ჩექმები, სპორტული ფეხსაცმელი და სანდლები.
ქურთუკი (ჯერ კიდევ დიდი ზომის)
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დიდი ზომის ქურთუკმა მოახერხა არა მხოლოდ ყველა დიზაინერისა და გავლენიანი ადამიანის ყურადღების მიპყრობა, არამედ გახდა ძირითადი ატრიბუტიც თანამედროვე გარდერობებში და როგორც ჩანს, ამ სეზონშიც არ აპირებს პოზიციების დათმობას. ტენდენცია ისევ კლასიკური შავი ქურთუკები და ნათელი ვარიანტებია, როგორც სტელა მაკარტნისა და ალექსანდრე მაკქუინის ჩვენებებში.
ველინგტონები
მაღალი ჩექმები სწორედ ის ფეხსაცმელია, რომლის გარეშე არც ერთი საგაზაფხულო გარდერობი არ არსებობს. Givenchy გვთავაზობს ტყავის მოდელებს, ძალიან პოპულარულია მაქმანებიანი ჩექმებიც.
გამჭვირვალე კაბები - ახალი სექსუალობა
ახალ სეზონში კაბები კიდევ უფრო გულწრფელი გახდა: მეტი ამოჭრა, ექსტრემალური მინი სიგრძე და გამჭვირვალე ტექსტურები. დიზაინერებს არ ეშინიათ ექსპერიმენტების და მოგვიწოდებენ არ შეგეშინდეთ ამ ტრენდის.
მინი ქვედაკაბები
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც დაბრუნდა. ამ გაზაფხულზე, მინი ქვედაკაბა ამტკიცებს, რომ სეზონში მთავარია. მოდის სახლები გვთავაზობენ კაბებს ტოპებით, მაღალი ჩექმებითა და ტყავის ქურთუკებით.
სკოლაში დაბრუნება
მოგენატრა სკოლის დღეები? ამ გაზაფხულზე დიზაინერები გვთავაზობენ დავემორჩილოთ ნოსტალგიებს და დავაბრუნოთ პოლოს მაისურები, გოლფის და ლოფერების დუეტი და ნაქსოვი ჟილეტების ნაკრები.
სექსუალური კომბინეზონები
მოდის სახლებმა ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინეს კოლექციებში კომბინიზონები და საზოგადოებაშიც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ხელთათმანები სეზონის მთავარი აქსესუარია
ხელთათმანები საბოლოოდ დაბრუნდა მოდის ასპარეზზე და გახდა ყველა გოგონას აუცილებელი აქსესუარი. რომელი ავირჩიოთ? ლავანდა, როგორც Moschino-ში, ლურჯი, როგორიცაა Saint Laurent-ში თუ გრძელი, როგორც რიჩარდ ქუინში?
დაბალწელიანი ჯინსი
დაბალ ჯინსებს დღეს უკვე სეზონის ყველაზე პოპულარულ მოდელს უწოდებენ. ჩაიცვით ისინი ფართო ქამრებით და ტოპებით, ან შეუხამეთ ისინი სამაჯურებსა და სხვა ფერად გაზაფხულის ტრენდებს.
ელენე ასათიანი