1985 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და მისმა მეუღლემ, ნენსიმ, საპატიო სტუმრების სტატუსით გამართეს საქველმოქმედო ვახშამი პრინც ჩარლზსა და პრინცესა დაიანასთან ერთად. ეს უკანასკნელი, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში მოექცა და იმ საღამოს ისტორიაში რამდენიმე მიზეზის გამო შევიდა. ერთ-ერთი მათგანია ლედი დის ცნობილი ცეკვა მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან. მათი სურათი ყველა გაზეთში დაიბეჭდა და მალევე მოიპოვა საკულტო სტატუსი. მეორე მიზეზი არის კულტურა - საღამოს პრინცესა დაიანა ლონდონელი მოდის დიზაინერის, ვიქტორ ედელშტეინის ხავერდოვან კაბაში, "ღამის ცის ფერში" გამოჩნდა.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა უელსის პრინცესას ცოლი ედუარდიანის ეპოქით შთაგონებულ კაბაში გამოჩნდა. მან ასევე ეს კაბა აირჩია მისი ბოლო ოფიციალური პორტრეტის ფოტოსურათისთვის, რომელიც გადაიღო პრინც ჩარლზის ბიძამ, გრაფ სნოუდონმა.
პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ კაბა რამდენჯერმე გაიტანეს აუქციონზე (ამას თავად დაიანა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აპირებდა). 1997 წელს ის გაიყიდა 100 000 ფუნტად და შემდეგ ისევ 2013 წელს - 240 000 ფუნტად, რითაც ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კაბა, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ. კაბა ბოლოს შეიცვალა 2020 წლის 9 დეკემბერს, როდესაც ლონდონში მდებარე Kerry Taylor Auctions-მა ის გასაყიდად გამოიტანა საწყისი ფასით £350,000. როგორც ხშირად ხდება, იღბლიანმა მფლობელმა ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა.
მოამზადა კესო კვარაცხელიამ