ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილის, ემა მუნიზის სტილი უკვე დიდი ხანია, რაც საყვარელი ბავშვის სტილიდან მოზარდის თავისუფალ სტილად გადაკეთდა.
ემი და მისი ტყუპისცალი ძმა, მაქსი, ჯენიფერის და მისი ყოფილი მეუღლის, მარკ ენტონის საერთო შვილები არიან და ყურადღების ცენტრში 2008 წელს მათი დაბადების დღის წამიდან მოექცნენ. ბოლო წლებში ემა მოიცვა მისმა შემოქმედებითმა მხარემ - იქნება ეს დედასთან ერთად კონცერტებზე გამოსვლა თუ ელეგანტური სტილის გულშემატკივრებისთვის ჩვენება.
ახლა, როდესაც ემი თინეიჯერია, აშკარაა, რომ მას უფრო მეტი სათქმელი აქვს საკუთარ სტილზე. 2021 წლის მაისში მომღერალმა გააზიარა სელფი შეჭრილი თმით, რასაც ჯეი ლოს ფანებისგან კრიტიკა მოჰყვა, რადგან ჩათვალეს, რომ ემას სქესის შეცვლისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მოგვიანებით ემამ თმის ფერი ლურჯად შეცვალა.
გასული წლის დეკემბერში ის დედასთან და ბენ აფლეკთან ერთად შოპინგზე გადაიღეს, როდესაც დიდი ზომის ჯინსის ქურთუკით გადაადგილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ემას თმა აღარ იყო ცისფერი, ჯენიფერი ემას სტილის გამო კვლავ გააკრიტიკეს.
"დედაჩემი უბრალოდ საოცარია. ის ისეთი ძლიერი ადამიანია, არც კი ვიცი, როგორ ავხსნა. იმდენი ზედსართავი სახელია, რომლებსაც შეუძლიათ მისი აღწერა კარგი გზით”, - ასე უპასუხა ემამ დედის მიმართ გამოვლენილ აგრესიას.
როგორც ჩანს, ჯენიფერს შვილის არჩევანის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თავად ჯენიფერი ხშირად მიმართავს მსოფლიოსთვის კარგად ცნობილ დიზაინერებს და მისი სტილი საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია, თუმცა ის ფაქტი, რომ ემას ბიჭების დიდი ზომის ტანსაცმელი უფრო მოსწონს, მას არ აღელვებს. რაც მთავარია, ემა თავს კარგად და კომფორტულად გრძნობს.
ჯენიფერი ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელსაც ამ მიზეზით აკრიტიკებენ. წლების განმავლობაში ავლენდნენ აგრესიას ანჯელინა ჯოლის მიმართაც, რომლის შვილმა შაილო ჯოლი-პიტმა სქესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო და გარდერობი მთლიანად ბიჭების ტანსაცმლით შეავსო, თუმცა ანჯელინა ქალიშვილის ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა.
„მეგონა, ჯილდოები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის...“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის მხარდასაჭერად დაჯილდოების ცერემონიაზე შვილებთან ერთად მივიდა
შეუძლებელია ყურადღება სხვა რამეს მიაქციო, როცა ჯენიფერი ასე გამოიყურება - 52 წლის ჯენიფერ ლოპესი Dolce & Gabbana-სთვის პოზირებს