კარდაშიანების ვარსკვლავური ოჯახი ცნობილი გახდა სკანდალურობითა და ფუფუნებისადმი მიდრეკილებით. შესაძლოა, 21-ე საუკუნეში ისინი ერთადერთი ასეთი ოჯახი არიან, მაგრამ ისტორიულად ნამდვილად არ არიან პირველები.
კარდაშიანების ოჯახის ისტორია ნამდვილი ამერიკული ოცნებაა. როდესაც კიმი Balenciaga-ს ოფიციალური სახეა და კაილი ჯენერი ყოველდღე იღვიძებს ვარდისფერ საძინებელში, როგორც მილიარდერი, რთული წარმოსადგენია ვინ ან რა უნდა იყოს ამაზე გლამურული.
საქმე ის არის, რომ მე-18 საუკუნეში არსებობდა 3 კურტიზანი, რომლებიც კარდაშიანებს არც გლამურით და არც სკანდალურობით ჩამოუვარდებოდნენ.
პრესა, განსაკუთრებით თანამედროვე ყვითელი პრესის წინამორბედები, ავრცელებდნენ ინფორმაციას მათი ყოველი საჯარო გამოჩენის შესახებ. კურტიზანებმა დაამკვიდრეს სილამაზის ახალი ტრენდები და ხშირად მათი წარმოებული სილამაზის პროდუქტის გაყიდვასაც ცდილობდნენ.
ფანი მიურეი
ფანის ცხოვრება წესით ტრაგიკული უნდა ყოფილიყო. ის ადრეულ ასაკში დაობლდა და მამისგან დიდი მემკვიდრეობა არ მიუღია, ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ყვავილების გამყიდველად დარჩენას უწინასწარმეტყველებდნენ, რადგან ეს საქმე მან 12 წლის ასაკში იშოვა. მაგრამ ერთ დღეს, 14 წლის გოგონა ჰერცოგის ვაჟმა, ჯეკ სპენსერმა შენიშნა. ჯეკმა ჩააცვა, ასწავლა თმის დავარცხნა, დაიქირავა მკერავები, რომლებმაც სწრაფად შექმნეს მისთვის საუკეთესო სამოსი და გოგონა მზის შუქზე გამოიყვანა.
დიდგვაროვნებს და არისტოკრატებს მოეწონათ ფანი, თავისი იუმორითა და ლამაზი გარეგნობით, ხოლო საერო საზოგადოების წინაშე, ის ჯეკ სპენსერის მორიგი გოგონადან მომხიბვლელ ქალბატონად იქცა. მან დაიწყო კაცებისგან შეთავაზებების მიღება - ისინი გოგონას ერთი ღამის, კვირის, თვის ერთად გატარებას სთავაზობდნენ.
კავშირებისა და მფარველობის წყალობით, მიურეი მალევე გახდა ცნობილი სახე. სპენსერის რჩევით, მან დაიწყო მოდის სფეროში ექსპერიმენტების ჩატარება, კონსულტაციებს იღებდა მხოლოდ საუკეთესო მკერავებისგან. გარდაცვალებამდე ის მოდის მთავარ სიმბოლოდ ითვლებოდა.
გერტრუდა მაჰონი
გერტრუდა მაჰონისთვის ყველა კარი თავიდანვე ღია იყო. მისი ოჯახი ირლანდიური არისტოკრატიის ნაწილი გახლდათ და ყველანაირი რესურსი გააჩნდათ, რომ ქალიშვილისგან შესაშური საპატარძლო შეექმნათ. როდესაც იგი 17 წლის ასაკში მაღალ საზოგადოებაში გამოჩნდა, მას მეტსახელად "შავთმიანი მაცდური" შეარქვეს.
„ის არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ კაცებს ეფლირტავოს“ - ამბობდნენ გერტრუდის ნაცნობები. მიუხედავად კარგი განათლებისა, მას მამაკაცებთან დროის გატარება ბევრად უფრო მოსწონდა, ვიდრე ბიბლიოთეკაში ყოფნა.
მაგრამ ადრეულმა ქორწინებამ და მშობლების სიკვდილმა აიძულა მაჰონი გადაეფასებინა მისი მომავალი. მამისა და დედისგან დარჩენილი მემკვიდრეობა ქმარმა წაართვა, მეგობრებმა კი სიმდიდრის დაკარგვის შემდეგ მიატოვეს. მოგვიანებით, გერტრუდამ გაიცნო სხვა გავლენიანი ქალბატონები, მაგალითად, უელსის პრინცესა, რომელმაც ურჩია იგივე გაეკეთებინა, რაც ადრე ფანიმ გააკეთა. გერტრუდამ მთლიანად შეცვალა თავისი იმიჯი, იყიდა უზარმაზარი ყვითელი ეტლი და დაიწყო ლონდონის გარშემო სიარული, დადიოდა მოდურად ჩაცმული და იპყრობდა ყველას ყურადღებას.
ხრიკმა იმუშავა. ხალხმა დაიწყო სიმღერების დაწერა მაჰონზე, უამრავი ლექსი მიუძღვნეს, უმეტესობა მასზე კი არა, მის მკერდზე იყო. მაგრამ გერტრუდა უფრო შორს წავიდა: კეთილშობილ მამაკაცებთან ურთიერთობის გამოყენებით, მან დაიწყო პრესის კონტროლი, დაუახლოვდა ზოგიერთ რეპორტიორს, რათა უფრო ხშირად მოხვედრილიყო გაზეთებში. მან არ უარყო სკანდალები, გამუდმებით ჭორებით მანიპულირებას ცდილობდა. შედეგად კი, მისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სასურველი ქალბატონი გახდა.
კიტი ფიშერი
კიტი კიდევ უფრო შორს წავიდა, ის არ ეძებდა სკანდალურ დიდებას და თითქმის არ განსხვავდებოდა მაღალი საზოგადოების სხვა ქალბატონებისგან. პირიქით, ფიშერს თეატრალური მანერები და ქალურობა აიძულებდა აღფრთოვანებული ყოფილიყო საკუთარი თავით. კიტი არ ეძებდა ყურადღებას, მაგრამ მისი თითოეული ნაბიჯი გაზეთის წინა გვერდზე ხვდებოდა. ყველაზე მეტ ყურადღებას მისი დახვეწილი ჩაცმის სტილი იმსახურებდა.
საბოლოოდ, ის კაბაც კი, რომელსაც ფიშერს დაკრძალვის დღეს ჩააცვეს, შემდეგში ერთ-ერთ უდიდეს ტრენდად იქცა.
„საკულტო ბაფთა“ - ელზა სკიაპარელის ლეგენდარული სვიტერის ისტორია
ერთი კაბის ისტორია: კერი ბრედშოუს დაუვიწყარი ფორთოხლისფერი კაბა, ანუ ერთი ნახვით შეყვარება