Met Gala-ზე ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, ბილი ეილიში და ბლეიკ ლაივლი, მოოქროვილი გლამურის თემატიკის წითელ ხალიჩაზე სრული აფეთქება გამოიწვიეს, მაგრამ იყო ერთი ნაკლებად ცნობილი დამსწრე, რომელმაც ასეთივე აჟიოტაჟის შექმნა მოახერხა. შვედი ქუჩის სტილის ვარსკვლავის, ფრედერიკ რობერტსონის ფოტოები ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით ჯარედ ლეტოში აერიათ.
„ადრეც ხშირად გამიგია, რომ ჯარედს ვგავარ. ერთხელ შევხვდი მას და ვუთხარი, რომ დიდი პატივია, როდესაც პრესას ჯარედი ვგონივარ“, - თქვა ფრედერიკმა.
მოდის სამყაროში აჟიოტაჟის გამოწვევა რობერტსონისთვის უცხო არ არის. ჯერ კიდევ 2019 წელს მან მიიპყრო Vogue-ის ყურადღება, როდესაც „ვალენტინოს“ ჩვენებაზე ვარდისფერი კაბით გამოჩნდა. რობერტსონი შვედური თმის მოვლის კომპანიის შემოქმედებითი დირექტორია. მისთვის 2 მაისს გამართული ცერემონია იყო პირველი „მეთ გალა“, რომელსაც დაესწრო.
ტანსაცმლის დიზაინზე ის თავის მეგობარ ჰერპენთან ერთად მუშაობდა. მისთვის გენდერული სიზუსტე მოდაში ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ცდილობს, ერთდროულად წარმოადგინოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის დეტალებიც.
მოდა და გლამური - ვარსკვლავები 2022 წლის "მეთ გალას" ცერემონიაზე
ნახეთ 10 წყვილი „მეთ გალას“ ისტორიიდან, რომლებმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს