სტილი

"ძალიან არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძვირადღირებული სამოსით სხვაზე გავლენა მოახდინონ, სხვებს რაღაც უპირატესობა დაუმტკიცონ..." - ნოდიკო ტატიშვილი

"ძალიან არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ძვირადღირებული სამოსით სხვაზე გავლენა მოახდინონ, სხვებს რაღაც უპირატესობა დაუმტკიცონ..." - ნოდიკო ტატიშვილი
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი „კვირის პალიტრასთან“ მოგზაურობასა და სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ სტილზე საუბრობს:

„თბილისში რომ ადამიანმა ოდნავ ექსტრავაგანტურად ჩაიცვას, აუცილებლად ყურებას დაუწყებენ. ამერიკაში რაც უნდა გეცვას, გაკვირვებით არავინ შემოგხედავს. ნებისმიერის გემოვნებას პატივს სცემენ. ყველაზე ჭრელ და საინტერესო ჩაცმულობას იქ შევხვედრივარ. ინტერნაციონალური სახელმწიფოა, უამრავი ქვეყნის კულტურაა თავმოყრილი და არავის აქვს კომპლექსი. ამერიკა კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ დიდ მნიშვნელობას ნატურალიზმს ანიჭებენ. ბუნებრივები არიან ხასიათით, ჩაცმით, გარეგნობით. ბედნიერად ცხოვრობენ, ტკბებიან გარემოთი და შეზღუდვებით არ ინტერესდებიან.
ასევე, მეგონა, პარიზში
ყველა ბრენდებით დადიოდა, მაგრამ იქ ძალიან უბრალო და პრაქტიკული ხალხია. გაგანია ივლისში მე და ვაჟიკოს გვეცვა გამოწკეპილი სამოსი და პარიზელები „შლოპანცებით", მოკლე შარვლებით, ძალიან უბრალო მაისურებით დადიოდნენ...
ზოგადად, ჩაცმულობის მხრივ გემოვნება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ კომფორტულად ვიგრძნო თავი. ჰოდა, თუ ბათუმში რომელიმე კლუბში მივდივარ სამღერად, შემიძლია შორტი, ბოტასი ჩავიცვა, მაგრამ ვიცი, რომ ფილარმონიის სცენაზე ხავერდის პიჯაკით ან სმოკინგით უნდა ვიდგე, ყველაფერს ხომ თავის დრო და ადგილი აქვს.
ძალიან არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ძვირად ღირებული სამოსით სხვაზე გავლენა მოახდინონ და ამით სხვებს რაღაც უპირატესობა დაუმტკიცონ.
რაც შეეხება გემოვნებას, სასურველია, ყველამ ჩვენი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ... არა მგონია სწორი, მაინცდამაინც ის სამოსი ჩავიცვათ, რაც მოდაშია და თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდეთ. დედაჩემი ხშირად მეუბნება, - გარეთ რომ გადიხარ, წესიერად ჩაიცვი, ხალხი გიყურებსო... მერე რა, რომ ცნობილი ადამიანი ვარ, მეც ხომ მჭირდება თავისუფლება?! შეიძლება შორტებით გავიდე მაღაზიაში და ამაში ცუდი არაფერია.“ - ამბობს ნოდიკო.

იხილეთ სრულად...



ნოდიკო ტატიშვილის ახალი იმიჯი და სიმღერა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)

„ძალიან ემოციური აღმოჩნდა ეს მომენტი, დედამ ცოტა იტირა კიდეც სიხარულისგან… ეს ჩემი საოცნებო ბინაა“ - დაათვალიერეთ ნოდიკო ტატიშვილის ბინა, რომელიც მომღერალმა საკუთარი გემოვნებით მოაწყო





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
izi
ვფიქრობ, ამერიკაში ვინმეს გემოვნებით ჩაცმულს თუ წააწყდებიან აუცილებლად დაუწყებენ ყურებას.
17:53 / 26-05-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93