დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის, თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრებიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებას ოჯახთან ერთად დაესწრო. მისმა მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა, აღლუმზე დასასწრებად მოკრძალებული, მკაცრი და საქმიანი ჩაცმულობა შეარჩია. მან არჩევანი შავ და მწვანე ფერებზე შეაჩერა. მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შავი ფართოტოტიანი შარვალი და შავი ზედა შეუხამა, ხოლო ანსამბლი მწვანე გრძელი პიჯაკით დაასრულა.