5 ივნისს MTV-ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წითელი ხალიჩა ჰოლივუდის ვარსკვლავებით და ყველაზე ცნობილი მომღერლებით იყო სავსე, თუმცა ჯენიფერ ლოპესმა ყურადღება მალევე მიიპყრო.
მომღერალმა შავ ქვედაბოლოს და ზედას გაშლილი თმა და უბრალო ყელსაბამი შეუხამა, რომელმაც მის გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ჯენიფერს მსგავსი სტილის სამოსი განსაკუთრებით უყვარს და 1999 წლის „შანელის“ კოლექციის შემდეგ თითქმის ყოველ წელს იმეორებს. მისი კაბები ცნობილი ადამიანების ინსპირაციითაც ხშირად არის ხოლმე შექმნილი. მაგალითად, კაბა, რომელიც ლოპესმა მოირგო, ძალიან ჰგავდა იმას, რომელიც „ვალენტინოს“ მოდის სახლმა ჟაკლინ კენედისთვის შექმნა.
ჯეი ლო დიდი ემოციებით შეხვდა გამარჯვებას და სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა:
„მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თქვენ მყავხართ. განსაკუთრებული მადლობა ბენს, რომელიც მე სახლში მელოდება. უჩემოდ არ წახვიდე, 7 საათზე სახლში ვიქნები“, – თქვა ჯეი ლომ.
როგორ გამოიყურება 85 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი, რომლის შეძენაც ჯენიფერ ლოპესსა და ბენ აფლეკს სურთ
52 წლის სუპერვარსკვლავის გლამურული გამოჩენა - ჯენიფერ ლოპესი „ვალენტინოს“ კაბაში ბრწყინავს
"ბენიფერი ბედნიერებისგან კაშკაშებს" - ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ახალი პაპარაცული ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს