ახლა წელიწადის ის დროა, როდესაც ახალი იერის საძიებლად თმის შეჭრა ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა. სიცხე და თბილი ამინდი გიბიძგებთ, თქვენი გრძელი თმა შეიჭრათ და მისით გამოწვეულ დისკომფორტს დაემშვიდობოთ.
თმის სტილისტები წარმოგვიდგენენ 7 ვარცხნილობას, რომლებიც ზაფხულის ენერგიას ყველაზე მეტად ერგება:
„მგლის ჭრა“
ეს ვარცხნილობა განსაკუთრებით პოპულარული სოციალურ ქსელებშია. თმას საკმაოდ მოკლე სიგრძე აქვს და დიზაინიც განსხვავებულია, მაგრამ გრძელი თმის ღერებიც შენარჩუნებულია.
კულულები
თმის ეს სტილი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ზღვაზე ან აუზზე დასვენებას აპირებს და ბუნებრივად ხვეული თმა აქვს, რადგან გაშრობის შედეგად თმა თავისით იღებს იმ სტილს, რომელსაც ნიუ-იორკის ქუჩებში ეტრფიან.
ყურებამდე შეჭრილი თმა
ვარცხნილობა რაღაც მხრივ 90-იანი წლების სტილს ჰგავს, 90-იანების მოდა კი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული პერიოდია.
მოკლე ხვეული თმა
არა მხოლოდ მოდური და ლამაზია, არამედ თქვენს ყელსა და კისერს იდეალურად დაიცავს ზაფხულის მწველი მზის სხივებისგან
ჰაეროვანი ხვეულები
არ საჭიროებს ხშირ დავარცხნასა და მოვლას, არის მარტივი და დახვეწილი სტილი, რომელიც სახის ფორმებს ბუნებრიობას უნარჩუნებს.
„ძლიერი, მოკლე და მიმზიდველი“
თმის ეს სტილი განსაკუთრებით მიმზიდველი ფრანგი ქალებისთვისაა, რომლებიც სამსახურსა და სტილს ერთმანეთს მარტივად უთავსებენ და ვარცხნილობის შესარჩევად დიდი დრო და ენერგია არ სჭირდებათ.
შეღებილი, შავი თმა
წინა ვარცხნილობის მსგავსად, ეს მარტივი სტილი ელეგანტური და კომფორტულია ქალებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავ საქმესთან გამკლავება უწევთ.
2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური თმის ფერი - 10 სელებრითი, რომლის თმის ფერზეც ყველა საუბრობს
ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს! თმის შეღებვის ტექნიკა, რომელსაც სელებრითები ეთაყვანებიან
როგორი უნდა იყოს საქმიანი ქალის თავის მოვლის რუტინა - რჩევები პროფესიონალი სტილისტისგან