რა თქმა უნდა, პიჯაკის და ბიუსჰალტერის კომბინაცია ახალი არ არის, 90-იანებიდან მოყოლებული ამ სტილს ვარსკვლავების უმრავლესობა მიმართავდა, მაგალითისთვის ავიღოთ „ცისფერი ლაგუნას“ მსახიობი, ლეგენდარული ბრუკ შილდსი, რომლისთვისაც ჩაცმის ეს სტილი გამორჩეულად საყვარელი იყო.
მოდელები და მსახიობები ბიუსჰალტერთან დიდი ზომის პიჯაკს იცვამენ, რაც მათ სხეულის ფორმებს უკეთ გამოკვეთს და სტილს მდიდრულ, გლამურულ და თავდაჯერებულ იერს ანიჭებს.
სტილისტი რეიჩენ ვანგი ამბობს, რომ მსგავსი სამოსი „ქუჩის სტილის“ პოპულარიზაციას ემსახურება, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდებში უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან ის არამხოლოდ კომფორტული და დახვეწილია, არამედ თამამი და ფემინისტური შინაარსიც ახლავს თან.
ადამიანები, რომლებიც ბიუსჰალტერის დამატებითი ზედის ან ტოპის გარეშე ტარების გამო გააკრიტიკეს, ამბობენ, რომ მათი მიზანი ქალის სხეულის იდეალიზაციაა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიშველი კანის ან სხეულის გამოჩენა სამარცხვინო არ არის და ამის გამო არცერთ ქალს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ.
დახვეწილი და გემოვნებიანი ლუქები - ზაფხულის სტილის ინსპირაცია ირინა ონაშვილისგან
კაბის სწორი დიზაინის არჩევით შეგიძლიათ 10 კილოგრამით უფრო გამხდარი გამოჩნდეთ - ძალიან საჭირო რჩევები ქალებს
სტილის გაკვეთილი ევა ლონგორიასგან - ლავანდის ტყავის კოსტიუმი და ბიუსტჰალტერი