44 წლის მოდელი კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
კრისტის გამომწერებში განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს მისი სტილი და ჩაცმულობა. მოდელი სხვადასხვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
გთავაზობთ კრისტის რამდენიმე ჩაცმულობას, რომლებიც თქვენი საზაფხულო სტილის ინსპირაცია გახდება.