მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს სალომეს მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ის განსხვავებული იმიჯით არის გადაღებული.
„განსხვავებული ისტორია“ - წერს სალომე და მის პოსტს გამომწერებისგან უამრავი თბილი კომენტარი მოჰყვა, სადაც დიზაინერის სილამაზესა და დახვეწილობას კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს.