მინიმალიზმის ეპოქაში ძნელი წარმოსადგენია, რომ რომანტიკული სტილის თმის სამაგრები აქტუალური იქნება არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებში, არამედ ქალებისთვის და მსოფლიო დონის დიზანერებისთვისაც. თუმცა სეზონის ახალი ტენდენცია აშკარაა.
თავდაპირველად ჰოლივუდის ვარსკვლავებმა დაიწყეს ამ სტილის სამაგრებით თმის შეკვრა: არიანა გრანდე, ქეით ბეკინსეილი, მარგარეტ ქუალი იყვნენ პირველები, რომლებიც შეკრული თმით კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი მოდელებმა შანელის 22-ის კუტიურის ჩვენებაზე სწორედ ეს ახალი ტენდენციები გამოიტანეს.
„ბაფთის სამაგრი“ შესანიშნავი აქსესუარია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ყველაზე მოსაწყენი სამოსი ან ვიზუალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ატლასის ქსოვილი, თეთრეული, ბამბა ან ნებისმიერი სხვა რაიმე, რითაც თმის შეკვრას შეძლებთ, თუმცა ბაფთით შექმნილ დახვეწილ და ელეგანტურ ეფექტს ვერცერთი მათგანით გაიმეორებთ.
ზაფხულის ყველაზე აქტუალური სამოსი - მოდური და კომფორტული სამოსი ქალებისთვის
ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს! თმის შეღებვის ტექნიკა, რომელსაც სელებრითები ეთაყვანებიან