სტილი

როგორ შევიღებოთ თმა სხვადასხვა ტონალობებით - მეგან მარკლის სტილისტი სასარგებლო რჩევებს იძლევა

როგორ შევიღებოთ თმა სხვადასხვა ტონალობებით - მეგან მარკლის სტილისტი სასარგებლო რჩევებს იძლევა
როდესაც მეგან მარკლი ნიუ-იორკში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მისი სტილი და თმა ყოველთვის მწყობრშია. დიდწილად ეს მისი სტილისტების დამსახურეება, განსაკუთრებით კი თმის სპეციალისტი კადი ლის, რომელიც ასევე ჯულია რობერტსის ცეცხლოვანი თმის უკანაც დგას. „ვოგთან“ საუბრისას ლი ყვება, როგორ შეგიძლიათ ჰერცოგინიას თმის ტონალობების მიღება სახლის პირობებში.

ქერა
ნათელი და ბზინვარე თმა ყველას მოსწონს. ლი ამბობს, რომ ამ ფერის მისაღებად რამდენიმე დღეა საჭირო. სტილისტი ყოველდღიურად ცვოტაოდენ საღებავს ამატებს თმას, საბოლოოდ კი ოდნავ ღია ფერის ხაზებსაც უკეთებს
და თმა საოცრად ბუნებრივ, ელეგანტურ ფერს იღებს.

ყავისფერი
ლამაზი ყავისფერის მიღება ღია და მუქი ტონალობებით არის შესაძლებელი. ფერები მონაცვლეოით უნდა დაიტანოთ თმაზე და ეცადოთ რომ ღია ფერი თმის სიღრმეებში მოხვდეს, საბოლოოდ კი რამდენიმე ოქროსფერი, წვრილი ხაზიც დაამატეთ, რომელიც თქვენს თმას ბზინვარების ეფექტს შესძენს.

წითელი
წითელ ფერს ლი ფოლგების დახმარებით იღებს. ის წითელ საღებავს თმის ძირებსა და დაბოლოებებში ათავსებს, შემდეგ კი ოდნავ ღია, ისევ წითელი ფერის დახმარებით ახერხებს სასურველი ფერის მიღებას.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93