ვიქტორია ბექჰემისა და მისი რძლის, ნიკოლა პელცის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა, ჯერ კიდევ მას შემდეგ რაც ნიკოლამ თმა ყავისფრად შეიღება, ვიქტორიას გამომწერები ხშირად წერენ რომ ნიკოლა დედამთილს ბაძავს.
ამჯერად საუბრის მიზეზი პელცის სტილი გახდა, რომელიც მან ვახშამზე მოირგო. ნიკოლას კლასიკური, მწვანე ქვედაბოლო და შავი მაისური ეცვა, თავზე კი თავსაფარი ეკეთა. მის ლუქს „ვერსაჩეს“, 132 ევროიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.
„როცა დედამთილი გძულს და მაინც მას ჰბაძავ“, – წერენ კომენტარებში.