ჟურნალ Tatler-ის ბრიტანული ვერსიის რედაქტორებმა კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად დაასახელეს. შესაბამისი რეიტინგი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჟურნალისტებმა სხვადასხვა ფესტივალისა თუ დაჯილდოების წითელ ხალიჩებსა და საჯარო ღონისძიებებზე ვარსკვლავების ჩაცმულობა შეაფასეს. მეორე ადგილზე ზიმბაბველი ბლოგერი ვიმბაი მასიივა გავიდა, მესამეზე კი - მოდელი ფრეია ასპინალი.