სტილი

რა საიდუმლოს ინახავს ქეით მიდლტონის ყელსაბამი, რომელიც მას დედოფლის დაკრძალვაზე ეკეთა

რა საიდუმლოს ინახავს ქეით მიდლტონის ყელსაბამი, რომელიც მას დედოფლის დაკრძალვაზე ეკეთა
ქეით მიდლტონმა დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის დღეს მისი საკულტო ყელსაბამი მოირგო და ამ ფორმით პატივი მიაგო დედოფლის ხსოვნას.

ოთხჯაჭვიანი ბრილიანტის ყელსაბამი დედოფალმა თავდაპირველად პრინცესა დიანას გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ყელსაბამი სპეციალურად დედოფლისთვის შეიქმნა იაპონიაში მთავრობის ნაჩუქარი მარგალიტებით.

დედოფალ ელისაბედს ის სულ რამდენჯერმე ეკეთა მთელი ცხოვრების განმავლობაში. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქეითი ამ ყელსაბამით საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. მან ეს ბრილიანტის ყელსაბამი ჯერ 2017 წელს, დედოფალ ელისაბედისა და პრინც ფილიპის ქორწინების წლისთავზე მოირგო, ხოლო 2021 წელს
- პრინც ფილიპის დაკრძალვაზე.


როგორც ცნობილია, სამეფო ოჯახისთვის მარგალიტები სამგლოვიარო სამკაულებია. მიჩნეულია, რომ ის „ცრემლებს“ აღნიშნავს. ტრადიცია სათავეს იღებს დედოფალ ვიქტორიასგან, რომელიც მუდმივად ატარებდა მარგალიტს მეუღლის, პრინც ალბერტის გარდაცვალების შემდეგ.

გარდა ამისა, ამბობდნენ, რომ დედოფალ ელისაბედს უყვარდა მარგალიტები და ატარებდა მათ როგორც გლოვის ნიშნად, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93