სტილი

როგორ მოვუაროთ ქურთუკს: 5 მარტივი რჩევა იმისთვის, რომ სამოსმა დიდხანს გაგიძლოთ

როგორ მოვუაროთ ქურთუკს: 5 მარტივი რჩევა იმისთვის, რომ სამოსმა დიდხანს გაგიძლოთ
ქურთუკი საიმედო ნივთია ჩვენს გარდერობში, რომლის სწორად მოვლა ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რადგან მისი დაზიანება ძალიან მარტივია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას მისი პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად.

  • თუ ძლიერ თოვს ან ძლიერ წვიმს, გახსოვდეთ, რომ ქურთუკი დიდხანს არ შეიძლება სველი დავტოვოთ. დასველდა? მაშინ ის შეგვიძლია გავაშროთ თბილ ადგილას, თუმცა არა ცეცხლთან ახლოს.

  • თუ ქურთუკი წყლით არის გაჟღენთილი, მაშინ ჯერ ის უნდა დადოთ პირსახოცზე, რომელიც შთანთქავს ტენიანობას, ხოლო შემდეგ შესაძლებელია მისი საკიდზე ჩამოკიდება.

  • ქურთუკზე თუ ყავა დაგეღვარათ ან
    უარესი, მანქანამ წყალი შემოგასხათ, აუცილებელია სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორება. ყველაზე საიმედო რჩევაა ქიმწმენდის სერვისების გამოყენება. მცირე ჭუჭყის მოცილება შესაძლებელია საპნიანი წყლით. ცხიმის ლაქები შეიძლება მოშორდეს ტალკით ან სახამებლით. ეს ნივთიერებები უნდა გამოიყენოთ უშუალოდ დაბინძურების ადგილზე და მთელი ღამე გააჩეროთ, დილით კი ბამბით მოაშოროთ.

  • თუ ქურთუკიდან ცხოველის ბეწვის მოშორება გინდათ, მაშინ წებოვანი ქაღალდები დაგეხმარებათ.

  • შალის ქურთუკების დაუთოება შესაძლებელია, მაგრამ ყოველთვის მარლის მეშვეობით. თუ მასზე პრიალა ზოლები წარმოიქმნება, გაწმინდეთ ის სველი ბამბის ტამპონით ან გააჩერეთ ორთქლზე.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93