
მისი დამფუძნებელი და დიზაინერი ვეი ლინია. იგი ჩინეთის ტრიკოტაჟის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ქალიშვილია.
დიდი ხნის განმავლობაში ნაქსოვი მასალა ითვლებოდა მოსაწყენად, შემდეგ კი დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ის მოდური ყოფილიყო! საუბარია სპეციალურ სამეცნიერო მასალაზე, რომელიც იცვლის ფერს ინტენსიური ულტრაიისფერი სხივების გავლენით.

ბლოგერ იზი პოოპის წყალობით, მილიონობით ადამიანი შეიტყობს ინოვაციურ ნაქსოვ სამოსზე, რომლის ფერი დამოკიდებულია განათებაზე.

მილიონობით ნახვა დააგროვა ვიდეომ, რომელშიც იზი შენობაში ჩალისფერ კაბაშია, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, როცა ის გარეთ გამოდის, კაბა ვარდისფერდება.
მოამზადა ნინელი აბულაძემ