სტილი

ძველი რომიდან დღემდე - როგორ იცვლებოდა ქალის საცურაო კოსტიუმი საუკუნეების განმავლობაში

ძველი რომიდან დღემდე - როგორ იცვლებოდა ქალის საცურაო კოსტიუმი საუკუნეების განმავლობაში
მოდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისტორიის მანძილზე ნებისმიერი ქვეყანა თუ ერი სამოსის განვითარებაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა.
ცოტამ თუ იცის, რომ ქალები საცურაო კოსტიუმებს ჯერ კიდევ ძველ რომსა და საბერძნეთში ატარებდნენ. ამ ფაქტს დღემდე შემორჩენილი მოზაიკებიც მოწმობს, თუმცა დღევანდელობისგან განსხვავებით, მათი ტარება მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ აბაზანებში იყო დაშვებული.

საუკუნეების გასვლასთან ერთად, საცურაო კოსტიუმიც იცვლებოდა. მე-15 საუკუნის დასაწყისისთვის იგი უკვე ქალების მთლიან სხეულს ფარავდა. რენესანსის ეპოქის ქალბატონებს საცურაო კოსტიუმის მაგივრობას გრძელი, თეთრი შალის პერანგი უწევდა.

მსგავსი
საცურაო კოსტიუმები მხოლოდ აბაზანებისთვის იყო განკუთვნილი. პლაჟის მოდაზე ფიქრი კი ადამიანებმა უკვე მოგვიანებით, ვიქტორიანულ ეპოქაში დაიწყეს. საინტერესო სანახავები იყვნენ გრძელ შავ კაბაში, შარვალსა და ფეხსაცმელებში გამოწყობილი XIX საუკუნის „მობანავე ქალბატონები“.

ყველაზე თამამი ქალბატონები ზღვაში ფეხსაცმლის გარეშე ბანაობდნენ. იმ დროს პოლიციას დავალებული ჰქონდა გაეზომა თითოეული ქალბატონის საცურაო კოსტიუმის სიგრძე, ხოლო ის, ვინც შეუფერებელი სიგრძის კოსტიუმს ატარებდა - დაეჯარიმებინა.


XIX საუკუნის ბოლოს ცურვა ოლიმპიური სპორტის სახეობა გახდა. 1910-იან წლებში ავსტრალიელმა მოცურავემ, ანეტ კელერმანმა, პირველი პროვოკაციული საცურაო კოსტიუმი წარადგინა, რომელიც მამაკაცის საცურაო კოსტიუმის ანალოგიური იყო. ამ საქციელის გამო კელერმანი დააკავეს, თუმცა მოდის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. 1920-იანი წლებიდან ქალებისთვის ცურვისას ხელებისა და ფეხების დამალვა ვალდებულებას აღარ წარმოადგენდა.

საცურაო კოსტიუმის სიგრძე თანდათან უფრო მოკლდებოდა. 1940-50-იან წლებში დიზაინერები მთლიანად ქალის სხეულის კონტურებზე არიან ორიენტირებულები და ქმნიან კოსტიუმს, რომელიც მინი-ქვედაბოლოს მოგვაგონებს და ხაზს უსვამს ქალის სხეულის სილამაზეს.

ე.წ. ბიკინი პოპულარული 1962 წელს, ჯეიმს ბონდის ფილმით გახდა, მაგრამ საზოგადოებას იგი პირველად 1946 წელს ფრანგმა დიზაინერმა ლუი რეარდმა წარუდგინა. სახელწოდებად კი წყნარ ოკეანეში მდებარე ერთ-ერთი კუნძულის, ბიკინის სახელი აირჩია, რომელზედაც აშშ ბირთვულ ტესტირებას ატარებდა.

1970-იან წლებში დიზაინერებმა კიდევ უფრო პროვოკაციული საცურაო კოსტიუმის მოდელი „ტონგა“ შემოგვთავაზეს.

1990-იანი წლების საცურაო კოსტიუმის დიზაინზე დიდი გავლენა იქონია ამერიკულმა სერიალმა „მაშველები“. სპორტული სტილის საცურაო კოსტიუმის დამკვიდრება პამელა ანდერსონის სახელს უკავშირდება.


მოამზადა ანი შავიშვილმა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93