სტილი

ახალი წლის მთავარი ფერები - რა ფერის სამოსით უნდა შევხვდეთ კურდღლის წელს?

ახალი წლის მთავარი ფერები - რა ფერის სამოსით უნდა შევხვდეთ კურდღლის წელს?
ამბობენ, ახალი წლის ღამეს რა განწყობითაც შეხვდები, ისე გაატარებ მომდევნო წელსო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქალბატონების განწყობაზე ისე არაფერი მოქმედებს, როგორც ის, თუ როგორ გამოვიყურებით ვიზუალურად. მით უფრო, თუ ეს ეხება ისეთ განსაკუთრებულ დღეს, როგორიც ახალი წლის ჯადოსნური ღამეა.

2023 წელი მართლაც გამორჩეული და მრავალფეროვანი იქნება, რადგან შავი კურდღელი ბევრ საინტერესო და სასიამოვნო სიურპრიზს გვპირდება. ამიტომ ამ დღესასწაულისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. ერთ-ერთ აქტუალურ კითხვას წარმოადგენს, თუ რა ჩავიცვათ, რომელ ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა? ამაზე პასუხს ქვემოთ ამოიკითხავთ:

ცისფერი
ცისფერი წყალს მოგვაგონებს, რის გამოც ეს ფერი კურდღლის ფავორიტად ითვლება. მოდის ინდუსტრიაში ამ ფერის გარდამავალი ჩრდილები აქტუალურობას დღესაც არ კარგავს. გირჩევთ ლუქი ააწყოთ ატლასის ტექსტურებთან შეხამებით. ამ სეზონზე ეს საუკეთესო არჩევანია.

ღია და მუქი ყავისფერი
ეს ფერები მომავალი წლის სიმბოლოს ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. უპირატესობა მიანიჭეთ თქვენს კანთან შედარებით ერთი ტონით ღია ან მუქი ფერის სამოსს. ამ ფერებში შერჩეული ლუქი არამხოლოდ მიმზიდველსა და ელეგანტურს გახდის თქვენს ვიზუალურ მხარეს, არამეს კურდღლის კეთილგანწყობასაც დაიმსახურებთ.

მწვანე
ღია მწვანე მდელოსა და ბალახს მოგვაგონებს, ეს არის კურდღლის ბუნებრივი ჰაბიტატი. ამიტომაც უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ მუქ, ზურმუხტისფერ ფერზე.

ვერცხლისფერი და ოქროსფერი
ეს ფერები საახალწლო განწყობას უფრო ამაღლებულს გახდის. გირჩევთ, შეიმოსოთ გლუვი ნაჭრით. წელს მეტალის ეფექტის მქონე კოსტიუმები საუკეთესო გამოსავალი არ იქნება, ისინი შეგიძლიათ დეტალისა და აქსესუარის სახით შემოიტანოთ თქვენს ვიზუალში.

შავი
შავი ფერი არასდროს კარგავს აქტუალობას. იგი, მარტივ გამოსავალთან ერთად, ვიზუალურად უფრო გამხდარს გვაჩენს. თუ შავმა ფერმა შეგაშინათ, გირჩევთ, აქსესუარებისა და აქცენტირებული დეტალების დახმარებით მეტი მრავალფეროვნება შესძინოთ მას.


თიკო ღაჭავა


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93