სტილი

5 მთავარი რამ, რაც, ჯორჯო არმანის აზრით, ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს

5 მთავარი რამ, რაც, ჯორჯო არმანის აზრით, ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს
ჯორჯო არმანი ელიტურ ჟურნალებსა და გამოცემებს ინტერვიუებს ხშირად აძლევს და არასდროს იშურებს რჩევებს ქალებისთვის, რათა მათ შეძლონ, ყოველთვის დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. მის გემოვნებასა და რჩევებს მსოფლიოში უამრავი ქალი ენდობა.

თავად Emporio Armani-ს მთავარი ხაზი წლების განმავლობაში იყო კლასიკა, თუმცა ბოლო დროს ის ითვალისწინებს თანამედროვე ცხოვრების წესს, ინტერესებსა და გლობალური მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს, რაც ბოლო კოლექციებზეც აისახება. ამის პარალელურად, არმანი არასდროს კარგავს სტილის, დახვეწილობისა და კლასიკურობის გასაოცარ შეგრძნებას.

„ჩემთვის პიჯაკი ნებისმიერი გარდერობის საშენი ელემენტია -
მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც. ეს არის მრავალმხრივი სამოსი, რომელიც მე 1980-იან წლებში ჩემი კოლექციების საფირმო ნიშნად ვაქციე და, როგორც ჩანს, მას შემდეგ აქტუალურობა არ დაუკარგავს“ - ამბობდა ჯორჯო არმანი.

და მაინც, რა არის 5 აუცილებელი ელემენტი ქალის გარდერობში, ჯორჯო არმანის აზრით?
  • პიჯაკი


  • კლასიკური შარვალი


  • პერანგი

  • სვიტერი

  • გრძელი პალტო


ჯორჯო არმანის მიერ შერჩეული საბაზისო სამოსი ნებისმიერ ქალს დაეხმარება მარტივი, სადა და მოდური ლუქების შექმნაში. ზემოთ მოყვანილი 5 მთავარი ელემენტი ე.წ. კაფსული გარდერობის განუყოფელი ნაწილიცაა, რაც ნიშნავს, რომ  თითოეულ სამოსს აუცილებლად დავაწყვილებთ და გამოვიყენებთ ყველა სიტუაციაში, იქნება ეს გლამურული წვეულება თუ მეგობართან ერთად კინოში წასვლა.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარიამი
შენი დიზაინერობა კითხვის ქვეშ დგას, მას შემდეგ, რაც ქალები მამაკაცის სამოსით შემოსე
12:48 / 25-11-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93