ერთად გადავავლოთ თვალი წლის ყველაზე აქტუალურ ჩვენებებს და ვნახოთ, რომელი პოპულარული ტრენდი დაბრუნდება წელს კვლავ მოდაში.
- ტყავი

ტყავი 2023 წლის მთავარი ტრენდია. ტყავის ქურთუკების ტარებას ყველა ზამთარში ან შემოდგომაზე ვართ მიჩვეული, თუმცა წელს ეს ნაჭერი პოპულარობას გაზაფხულზე და
- ბალერინები

დახვეწილი და კომფორტული - მოდი, ვაღიაროთ, რომ ბალერინები მოდის სამყაროს ფავორიტი არაერთხელ გამხდარა. ეს ფეხსაცმელი დიდი პოპულარობით 1950-იან და 2000-იან წლებში სარგებლობდა. ე.წ „ფრანგული გოგონას“ გარეგნობის ტრენდი კი ის წელსაც ქალის ერთ-ერთ მთავარ აქსესუარად აქცია.
- ბეწვის ქურთუკები

ეკო ბეწვისგან დამზადებული მოდური ქურთუკები 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ელეგანტური იმიჯის შექმნა შედარებით უფრო ბუნებრივი ფერებით იქნება შესაძლებელი. დიზაინერები გვირჩევენ, რომ არჩევანი კრემისფერი, თეთრი ან ყავისფერი ბეწვის ქურთუკებზე შევაჩეროთ.
- ბუმბულები

ეს ტენდენცია ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გახდა პოპულარული, მაგრამ ბუმბულის ელემენტები 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში საკმაოდ აქტუალურია.
- კოვბოის ფეხსაცმელი

კოვბოისსტილის ფეხსაცმელი ამ სეზონზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრენდად გვევლინება. დასავლური სტილის ჩექმა ყველა ქალის სასურველ შენაძენს წარმოადგენს, ამას ვარსკვლავების ქუჩის სტილი, ცნობილი ინფლუენსერები და მაღაზიებიც ადასტურებენ.
- მეტი სიკაშკაშე

თუ გსურთ, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყოთ, ამაში 2023 წლის ახალი ტრენდი ნამდვილად დაგეხმარებათ. ბრჭყვიალა ტანსაცმელი თანდათან დიდ პოპულარობას იძენს. დიზაინერები გვირჩევენ, რომ მსგავსი ტანსაცმლის მორგებისას ზომიერები ვიყოთ, რადგან ზედმეტმა სიკაშკაშემ შესაძლებელია ჩვენს ლუქს ელეგანტურობა დაუკარგოს.
მოამზადა ანი შავიშვილმა