ამბობენ, რომ სწორად შერჩეულ ფერებს წარმატებისა და სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია.
2023 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, კურდღლის წელია. კურდღელი მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ჩინური "ხუთი ელემენტის" თეორიის მიხედვით, 2023 წლის ყველაზე იღბლიანი ფერები ხისა და წყლის ელემენტებით განისაზღვრება, ამიტომ ყველაზე დიდი პოპულარობით ამ წელს მწვანე და ლურჯი სარგებლობს, ასევე ძალიან იღბლიანი ფერებია წითელი და ვარდისფერი.
ცნობილია, რომ ჩინეთში მწვანე ფერი სიმდიდრესთან, ნაყოფიერებასთან და ჰარმონიასთან ასოცირდება. მათი რწმენით, ეს ფერი ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და სტრესის შემცირებაში ეხმარება. 2023 წლის ყველაზე იღბლიან ფერად სწორედ მწვანე ითვლება.

ცისფერი მდინარესთან და მოძრაობასთან ასოცირდება. ჩინური რწმენის მიხედვით, იგი კომუნიკაციის სიმბოლოდ ითვლება და ახალ, საინტერესო და სასიკეთო ინფორმაციას იზიდავს. წარმატებისა და აღიარების მომტანი იქნება ახალ წელს ცისფერი ან მუქი ლურჯი სამოსის ტარება.

ვარდისფერი რომანტიკის, სასიყვარულო ურთიერთობის ფერია. თუ გსურთ, რომ ახალი ურთიერთობები მოიზიდოთ, ახალი წლის ღამეს ამ ფერის სამოსი ნამდვილად დაგეხმარებათ.

წითელი ენერგიასთან და პროგრესთან ასოცირდება. ამ ფერს საკმაოდ დიდი წარმატება მოაქვს კარიერასა და ძალაუფლების მოპოვებაში, ამიტომ მათთვის, ვისთვისაც კარიერული წინსვლა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, წითელი ნამდვილად იღბლიანი ფერი იქნება.

მოამზადა ანი შავიშვილმა