ლამაზი შარფის ქონა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის თქვენს იმიჯს იდეალურად შეესაბამება.
საიდუმლო არ არის ის ფაქტი, რომ ხშირად თქვენი იმიჯი სწორედ აქსესუარზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, საკმაოდ მინიმალისტურად ჩაიცვათ, მაგრამ ძვირფასი აქსესუარის საშუალებით სუპერმოდელს დაემსგავსოთ.
საკმარისია ცოტა წაივარჯიშოთ, შარფის შეკვრის რამდენიმე არაბანალური გზა გაიხსენოთ და მაშინვე შეამჩნევთ, რომ თქვენი უბრალო ლუქი მთლიანად შეიცვლება
ორმაგი
გრძელი შარფი მხრებზე ორჯერ შემოიხვიე. ეს უფრო ელეგანტურს წარმოგაჩენ და ცივ ზამთარში სიცივისგანაც დაგიცავთ. კარგი იქნება,თუ მონოქრომულ ფერებს მიანიჭებთ უპირატესობას.
კაპიუშონით
ზოგიერთი ბრენდი ცალკე აწარმოებს კაპიუშონიან შარფებს, მაგრამ თუ ამის ფუფუნება არ გაქვთ, გამოსავლის პოვნა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ აირჩიეთ შარფი გარდერობიდან და თავსა და კისერზე კარგად შემოიხვიეთ. ასე უფრო მოდურიც იქნებით და კისერი და ყურებიც უფრო თბილად გექნებათ.
მოცულობითი კვანძი
ეს ტექნიკა ყველასთვის ნაცნობია - შარფის ერთ კიდეს მხარზე ვიგდებთ, კისრის გარშემო ხვეულს ვიკეთებთ და მეორე ბოლო შექმნილი მარყუჟიდან გამოგვაქვს. მთავარი ხრიკი აქ სწორედ შარფშია - შეეცადეთ, რომ შედარებით სქელი შარფი შეარჩიოთ, ასე კისერი უფრო კარგად დაიფარება და თქვენც სასურველ იმიჯს მიიღებთ.