ყველას გვახსოვს თეთრეულის ცნობილი ბრენდის, Victoria’s Secret-ის ახლახან ჩატარებული გრანდიოზული შოუ. წელს ჩვენება არანაკლებ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა, ვიდრე გასული შოუები.
იხილეთ ფოტოგალერეა
რა თქმა უნდა, შოუს წარმატება, პირველ რიგში, განპირობებული იყო თვალისმომჭრელი მოდელების მიერ წარმოდგენილი ძვირფასი თეთრეულით, რომელსაც Victoria’s Secret-ის დიზაინერები ქმნიან.
თუმცა არანაკლები როლი ითამაშა ამ მოდის დღესასწაულზე საოცარმა ფეხსაცმელმა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა მოდელების ჩაცმულობას. ფეხსაცმლის ამ არაჩვეულებრივი კოლექციის შემქმნელი კი გახლავთ ბრენდი Nicholas KirKwood.
დიზაინერმა და ბრენდის ხელმძღვანელმა ჟურნალ Vogue-ს განუცხადა, რომ ფეხსაცმლის წყვილი მან Victoria’s Secret-ის თითოეულ სამოსს მიუსადაგა და კოლექციის შექმნისას შოუს ძირითადი თემებით იხელმძღვანელა: "ცირკი", "ანგელოზები", "ანგელოზები ფერებში", "გოგონები ჟურნალებიდან", "ვარდისფერი - ეს ჩვენ ვართ" და სხვა. შედეგად, გამოვიდა ექსკლუზიური კოლექცია, რომელიც არა გასაყიდად, არამედ სპეციალურად Victoria’s Secret-ის შოუჩვენებისთვის იყო განკუთვნილი.
"ვფიქრობ, Victoria’s Secret-ის ქმნილებები ასეთი პოპულარობით პირველ რიგში იმიტომ სარგებლობს, რომ ის - ფანტაზიაა, მოდისგან მიღებული წმინდაწყლის სიამოვნება, რომელიც ასე სწყურიათ ქალებს", - განაცხადა ნიკოლას კირკვუდმა Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რას არ ნახავთ Nicholas KirKwood-ის ფეხსაცმლის ახალ კოლექციაში: ბახრამა და მაქმანები, ორიგინალური ქუსლები და მაღალი, ფეხზე მომდგარი ჩექმები, სპორტული მოტივები და სექსუალური თასმები, ბაფთები, ხელოვნური ფოთლები და ბოტასებიც კი გორგოლაჭებზე! თუმცა, თავად ნახეთ და დარწმუნდით.
იხილეთ ფოტოგალერეა
მასალის წყარო: globalgrind.com