2023 წლის ყველაზე მოდური და ტრენდული თმის ფერები - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ - Marao

2023 წლის ყველაზე მოდური და ტრენდული თმის ფერები - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

2023-02-04 12:52:44+04:00


2023 წელს თმის ფერების თბილი პალიტრა შედარებით ცივმა მუქმა ტონებმა შეცვალა. წარმოგიდგენთ 2023 წლის ყველაზე მოთხოვნადი თმის ფერების სიას.

პლატინა

კიმ კარდაშიანის ახალი ფოტოები ადასტურებს, რომ პლატინისფერი თმა მოდაში დაბრუნდა. თმის სტილისტი ემალი ბაუმის თქმით, ეს ფერი კანის ყველა ტონს უხდება. შესაბამისად, 2023 წელს პლატინა ნამდვილად მოთხოვნად გახდება.

მდიდრული შოკოლადი

ისინი, ვინც ირჩევენ ყავისფერ ზოლში დარჩენას, შოკოლადისფერი სწორედ მათთვისაა. ბაუმის თქმით მდიდარი ყავისფერი თმის სიჯანსაღეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

მარწყვისფერი ქერა

მშვენიერი საშუალებაა ზამთრისგან წითელი ფერის გასაქრობად და თმის გაღიავების დასაწყებად გაზაფხულისა და ზაფხულისთვის“, ამბობს ლას-ვეგასელი სტილისტი შელი გრეგორი, შეგიძიათ ოდნავ წითელი ხაზგასმა დაამატოთ ან ვარდისფერი შეფერილობა მისცეთ.

წითური

ამ კაშკაშა, ცეცხლოვანი ქარვის წითელს ბევრი ტონალობა აქვს, ამიტომ მისი მოხდენა ნებისმიერი ტიპის კანზე იქნება შესაძლებელი.