რენესანსის ნახატები ხშირად იყო როგორც მოდის, ასევე სილამაზის ინდუსტრიის შთაგონება. დიზაინერებმა ამ მშვენიერ ეპოქას უამრავი ჩვენება მიუძღვნეს. თმის რბილი ტალღები, გაუფერულებული წარბები, ახლა კი მანიკიური.
სილამაზის გურუებმა გადაწყვიტეს, ყურადღება გაამახვილონ ხელოვნების ნიმუშების ტექსტურებზე, კერძოდ, აკვარელის ლაქებზე.

აკვარელის შეღებვის ტექნიკის თავისებურება ის არის, რომ წყალში გახსნისას საღებავები ქმნიან თხელი პიგმენტის გამჭვირვალე ფენას, რაც ქმნის სიმსუბუქის, ჰაეროვნებისა და დახვეწილი ფერის გადასვლის ეფექტს. ძირითადად, თანამედროვე არტისტები ყურადღებას პასტელის ფერებზე ამახვილებენ და გირჩევთ, თქვენც მათ რჩევებს ენდოთ.

