კარლ ლაგერფილდმა Chanel-ის თაყვანისმცემლებს თოვლიან მთებზე სრიალისასაც არ მისცა იმის საშუალება, რომ საყვარელ ბრენდს დამშვიდობებოდნენ. მოდის სახლმა სპორტული საქონლის საკუთარ კოლექციას ახალი ქმნილება შეჰმატა: თხილამურები Blue Polaire.
ეს სპორტული ინვენტარი შექმნილია მსუბუქი ხისგან, რომელიც სპეციალური მეთოდით არის დამუშავებული იმისათვის, რომ თხილამურები უფრო მყარი იყოს. აქსესუარი ცისფერშია გადაწყვეტილი და Chanel-ის საფირმო ნიშანი ამშვენებს. მისი ფასი 2000 - 4000 დოლარს შორის მერყეობს.
გამორიცხული არ არის, რომ მალე ლაგერფელდმა სამთო კოსტიუმებისა და სათვალის ექსკლუზიური კოლექციაც შემოგვთავაზოს.