ნიუიორკელი ფოტოგრაფი ტრიშა მესროუ (tricia Messeroux) იმდენად შთააგონა პრესტიჟული კინოპრემიის, "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონიალმა, რომ ახალი ფოტოპროექტის ფარგლებში მან გადაწყვიტა, შეექმნა გლამურული ფოტოები, სადაც წითელ ხალიჩაზე ცნობილების მაგივრად პატარები გამოდიან.
იხილეთ ფოტოგალერეა
ფოტოგრაფმა, რა თქმა უნდა, დააკოპირა ყველა ცნობილი ადამიანი, რომელიც ცერემონიალში მონაწილეობდა. უცნაური პროექტისთვის კი მხოლოდ ყველაზე პოპულარულები და ჰოლივუდის ყველაზე გამომწვევად ჩაცმული ვარსკვლავები შეირჩა.
მათ რიცხვში აღმოჩნდნენ: ჰოლი ბერი, ენ ჰეტეუეი, ჯორჯ კლუნი თავის მეგობარ ქალთან ერთად, ტეილორ სვიფტი და სხვები. "ოქროს გლობუსის" მორიგი დაჯილდოების შემდეგ პრესამ არაერთხელ გაარჩია ცნობილების ჩაცმულობა და მათი საქციელის უცნაურობები.
ტრიშა მესრუო თავისი პროექტით ექსპლუატაციას უწევს ცნობილთა ჩაცმულობის მიმართ ინტერესს და ამასთან, თავადაც იზიარებს მას. თან, ადვილი წარმოსადგენია, რა სიამოვნებას განიცდიდნენ პატარები ლამაზი სამოსის ჩაცმისა და წითელ ხალიჩაზე სიარულისას.
იხილეთ ფოტოგალერეა