20 პატარა საიდუმლო, რომელიც უფრო მოხდენილს გაგხდით:
- მოკლე ფეხებს ვიზუალურად დაიგრძელებთ, თუ მოკლე კაბას კრემისფერ ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვამთ.
- სქელ თეძოებს სწორი ქვედაკაბა და შარვალი დაგიფარავთ.
- თუ ვიწრო წელი და განიერი თეძოები გაქვთ, თქვენთვის იდეალურია "კლოში" ჯინსი, ქამრით თეძოზე.
- გახსოვდეთ, რომ წვრილი ნახატები სამოსზე ვიზუალურად გაპატარავებთ, დიდი - გადიდებთ.
- მაქსი კაბა და ქვედაკაბა ვიზუალურად დაბალს გაჩენთ.
- უფორმო სამოსი ნებისმიერ ფიგურას ამახინჯებს.
- ფეხსაცმელი თხელ ქუსლზე, მრგვალი ცხვირით ფეხს უფრო პატარას გამოაჩენს.
- წაწვეტებულცხვირიანი ფეხსაცმელი ფეხს უფრო გრძელს აჩენს.
- შავი კოლჰოტი (50 დენზე მეტი) ფეხებს რამდენიმე სანტიმეტრით ათხელებს და აგრძელებს. ხოლო უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ შავ კოლჰოტზე შავ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ.
- ღია ფერის კოლჰოტი პირიქით, ფეხს უფრო მსუქანსა და მოკლეს აჩენს. მაგრამ კრემისფერ ფეხსაცმელთან - გრძელს.
- გამჭვირვალე ბლუზა გარშემო მყოფებს თქვენს ღირსებებსაც დაანახვებს და ნაკლოვანებებსაც.
- თუ სამოსის კომბინირება არ გამოგდით, კლასიკური მოდის წესების მიხედვით შეიმოსეთ.
- სამი ფერის კანონი: ჩაცმულობაში სამ ფერზე მეტს ნუ გამოიყენებთ.
- ვარცხნილობა სამოსს უნდა შეესაბამებოდეს. ნუ გაიკეთებთ კლასიკურ ვარცხნილობას, როცა ჯინსი გაცვიათ და მოუწესრიგებელ თმას ნუ დაიტოვებთ კლასიკურად ჩაცმული.
- ნუ დაისხამთ სუნამოს სამოსზე. იმ შემთხვევაში მოიქეცით ასე, თუ მხოლოდ ერთ სუნამოს ხმარობთ. სუნამო სამოსზე ერთ თვეზე მეტხანს ჩერდება.
- მრგვალსახიან გოგონებს V-ჭრილის ბლუზები მოუხდებათ. ოვალურსახიანებს მრგვალსაყელოანი ბლუზები.
- ნუ ჩაიციკლებით მხოლოდ ერთ სამოსზე; აგრეთვე, მხოლოდ ერთი ფერის სამოსზე.
- ბოტფორდები ვიზუალურად ამოკლებს ფეხებს.
- კოკო შანელის მიერ შექმნილი პატარა შავი კაბა გამხდარ გოგონებსაც უხდებათ და მსუქნებსაც, მაგრამ წვრილწელიან და ფართოთეძოიან გოგონებს - განსაკუთრებით.
- შეუხამეთ ერთმანეთს სამოსი და ფეხსაცმელი, ჩანთა და აქსესუარები და ქუჩაში გასული უამრავ კომპლიმენტს დაიმსახურებთ.