სტილი

ქალის რომელ ფეხსაცმელს ვერ იტანენ მამაკაცები (+ფოტო)

ქალის რომელ ფეხსაცმელს ვერ იტანენ მამაკაცები (+ფოტო)
რამდენჯერ ყოფილა, რომ პაემნის წინ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი ფეხსაცმელი ჩაიცვათ?
იხილეთ ფოტოგალერეა


"ბალეტკები"? იქნებ მაღალქუსლიანები? ან იქნებ საერთოდაც ბოტასით წასულიყავით? ახლა უფრო გაგიადვილდებათ არჩევანის გაკეთება. გამოკითხვის შედეგად, ინგლისელებმა გაარკვიეს, ქალის რომელ ფეხსაცმელს ვერ იტანენ მამაკაცები. შედეგები გაგაკვირვებთ.

გამოკითხვაში, რომელიც ინგლისურმა საიტმა CouponCodes4u.com-მა ჩაატარა, რამდენიმე ათასმა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ დაასახელეს ქალის ის ფეხსაცმელები, რომლებიც მათში განსაკუთრებულ ანტიპათიას იწვევს და რომელში გამოწყობილი ქალის ხილვას არ ისურვებდნენ ისინი პაემანზე.

შედეგად, გამოიკვეთა 10-პუნქტიანი სია. სიაში შემავალი ზოგიერთი ფეხსაცმელი, სავსებით
წარმოსადგენი იყო, რომ მამაკაცებში ანტიპათიას გამოიწვევდა, მაგალითად: უგები, ასევე, კედები – არც ისე მიმზიდველად გამოიყურება ქალის ფეხზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები ყველაზე მეტად ვერ იტანენ... ე.წ. ტანგეტკებს.

სიაში ასევე შევიდა მოკასინები, "შლოპანსები", "ვიეტნამკები", "ბალეტკები" და ბოტასები. გვინდა ვკითხოთ ინგლისელ მამაკაცებს – კი მაგრამ, რა ჩავიცვათ?!

პლატფორმა ფეხსაცმელი და ე.წ. მერი ჯეინები ასევე შევიდა მამაკაცის "ანტიპათია ფეხსაცმელების" სიაში. ამ სეზონზე მოდური დაბალქუსლიანი ფეხსაცმელიც არ მოსწონს, თურმე, ძლიერ სქესს. როგორც ჩანს, მათ ურჩევნიათ, მუდამ მაღალქუსლიან (ე.წ. შპილკებზე) გვხედავდნენ. ასეთებით კი ყოველდღიურად ვინ ივლის (განსაკუთრებით ზამთარში)?

ასე რომ, ქალბატონებო, მამაკაცების შეხედულება, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ გასათვალისწინებელია, მაგრამ ჭეშმარიტებად მისი აღქმა, ალბათ, არ ღირს.

იხილეთ ფოტოგალერეა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
სხვა ნინო
და სულ რომ ფეხშიშველი გამოვეცხადოთ არა?
20:57 / 25-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თთთ
მტერმა იარა სულ ქუსლიანით. არა ქალებო, მამაკაცების გამო ნუ გავიფიჭებთ ხერხემალს :)
01:48 / 24-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93