სტილი

10 "ქალური" ნივთი, რომელშიც არ უნდა დაზოგოთ ფული

10 "ქალური" ნივთი, რომელშიც არ უნდა დაზოგოთ ფული
ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა გარდერობი სავსეა ტანსაცმლით, არადა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ახალი და ახალი ნივთების შეძენას, რადგან საჭირო მომენტში მაინც არ ვიცით, რა ჩავიცვათ.
სინამდვილეში კი სულაც არ არის საჭირო, ვხარჯოთ ასტრონომიული თანხები ტანსაცმლის შეძენისას. მთავარია – სწორად შევარჩიოთ გარდერობისთვის საბაზისო ნივთები.
აი, რაზე არ უნდა დავზოგოთ ფული და რა უნდა იყოს ყოველი მოდური ქალის გარდერობში აუცილებლად.

1. თეთრი პერანგი

აუცილებელია, თქვენს გარდერობში მოიძებნებოდეს მინიმუმ ერთი თეთრი პერანგი ან ბლუზა. შესაძლოა, გქონდეთ უამრავი ფერის სხვადასხვა
ზედატანი, მაგრამ კლასიკური თეთრი ბლუზა – შეუცვლელი ელემენტია ქალის გარდერობში.

2. მაქმანები

ამ პუნქტთან დაკავშირებით ყველაფერი ისედაც გასაგებია – უნდა გქონდეთ მაქმანიანი ერთი ნივთი მაინც, ოღონდ აუცილებლად ხარისხიანი და დახვეწილი!

3. კლასიკური პალტო/ლაბადა

კლასიკური ფორმის და ნეიტრალური ფერის (შავი, თეთრი, კრემისფერი ან ნაცრისფერი) შალის პალტო აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს მოდის მიმდევარი ქალბატონის გარდერობში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ქურთუკებზე, პონჩოებსა და სხვა ზედა სამოსზე; უბრალოდ, კლასიკური პალტო მოუხდება ნებისმიერ სიტუაციას და მომგებიანად გაუსვამს ხაზს მისი მფლობელის სტილს!

4. აქსესუარები

კარგი ტყავის ჩანთა – ნებისმიერი სტილის სავიზიტო ბარათია! არ ღირს ამ აქსესუარზე ფულის დაზოგვა, მოდა ხომ სწორედ წვრილმანებში იმალება.

5. კარგი ფეხსაცმელი

გაიხსენეთ, როგორ შეურჩია ქერი ბრედშოუმ ("სექსი დიდ ქალაქში") Jimmy Choo-ს ფეხსაცმელს იაფიანი კაბა. და ის აბსოლუტურად მართალი იყო: ფეხსაცმელი აუცილებლად ხარისხიანი, მოსახერხებელი და მოდური უნდა იყოს! ბოლოს და ბოლოს, კარგი ფეხსაცმელი – ეს ჩვენი ჯანმრთელობაც არის! ამიტომაც არანაირად არ ღირს ამ აქსესუარში ფულის დაზოგვა: ჩვენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს ერთი წყვილი კლასიკური ნავის ფორმის ხარისხიანი ფეხსაცმელი.

6. სამკაულები

სწორედ აქ მოქმედებს წესი "ცოტა, მაგრამ კარგი". ნუ იჩქარებთ უამრავი ბიჟუტერიის ყიდვას; აჯობებს, გქონდეთ ერთი-ორი კარგი, ხარისხიანი და მოდური სამკაული.

7. თეთრეული

ეს არის ის, რაც ყველაზე ახლოს არის თქვენს სხეულთან. თეთრეულის კარგი კომპლექტი – ეს გემოვნებიანი ქალის არჩევანია. მით უმეტეს, რომ ხარისხიან ბიუსტჰალტერს შეუძლია ქალის სილუეტის სწორად წარმოჩენა, ჩვენ კი ეს ნამდვილად გვინდა.

8. ქაშმირი

საბაზისო ნივთები აუცილებლად ბუნებრივი და ხარისხიანი მასალისგან უნდა იყოს შექმნილი. ასე ისინი უფრო დიდხანს გაგიძლებთ! ამ მხრივ ქაშმირი შეუცვლელია!

9. ჯინსი

დღეს დიზაინერები უამრავ ფასონს გვთავაზონებ – სკინი, ქლეში, "ბოიფრენდი" ჯინსები და სხვა. მთავარია, არ დაიბნეთ და საბაზისოდ, პირველ რიგში, კლასიკური, ნეიტრალური ფერის ჯინსი აირჩიოთ – ყოველგვარი დანამატისა და აპლიკაციის გარეშე. მთავარი პირობაა – ჯინსი კარგად უნდა გეჯდეთ ტანზე. ამბობენ, რომ იდეალური ჯინსის ძიებაში შეიძლება მთელი თვეც დაგეხარჯოთ.

10. პარფიუმი

დაიმახსოვრეთ, ყველაზე ძვირფასი და მოდური ჩაცმულობაც კი შესაძლოა გააფუჭოს უხარისხო არომატმა. ამიტომაც პარფიუმის არჩევისას გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა და აირჩიეთ შესაფერისი არომატი!



10 ჩვევა ჩაცმისას, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ 25 წლის შემდეგ

10 ჩვევა ჩაცმისას, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ 25 წლის შემდეგ


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93