სტილი

XX საუკუნის საქმიანი ქალის იმიჯის ევოლუცია

XX საუკუნის  საქმიანი ქალის იმიჯის ევოლუცია
საქმიანი ქალის სამოსი და ვარცხნილობა ყოველთვის განსხვავდებოდა ყოველდღიურისგან. და მიუხედავად იმისა, რა საქმით იყო ქალი დაკავებული, ის ყოველთვის შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა სამსახურში.
ქალი ყველაზე მეტად საქმიანი და აქტიური მაინც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გახდა.

ამიტომაც, მოდი, გადავავლოთ თვალი, როგორ იცვლებოდა მისი სამსახურებრივი დრესკოდი წლების მიხედვით.


1899 წელი
ქალი ოფისში ბეჭდავს ტექსტს. კედლის კალენდარი ამ იმიჯს ათარიღებს. როგორც ხედავთ, საშუალო კლასის წარმომადგენელ ბრიტანელ ქალს ოფისში აცვია საკმაოდ დახურული, ვიქტორიანული სტილის კაბა.


1911 წლის სექტემბერი
ლონდონი, რედაქცია. როგორც ხედავთ,
ყველა ქალს აქვს გრძელი, უკან შეკრული თმა, აცვიათ თეთრი ბლუზები და გრძელი ქვედატანები.

1917 წელი
ინგლისი, რკინიგზის ოფისი. ქალების უმეტესობას აცვია თეთრი ბლუზები, თუმცა ამჯერად ზედატანები შედარებით გახსნილია, ვიდრე წინა სურათებზე.

1920 წელი
ინგლისი. ქალბატონები საფოსტო განყოფილებაში საშობაო წერილებს ახარისხებენ. მათ აცვიათ მკაცრი ზედატანები. მათი თმა კვლავ გრძელია და უკან შეკრული.

1932 წელი.
ამ ფოტოზეც ნახავთ, რომ ქალბატონები მკაცრად და კონსერვატიულად არიან ჩაცმულები, თუმცა, ერთ-ერთ მათგანს უკვე მოკლესახელოებიანი ბლუზა აცვია. ახალგაზრდებს თმა დამოკლებული აქვთ, ხოლო შედარებით ასაკიან ქალბატონებს - კვლავ უკან შეკრული გრძელი თმა.



1930 წელი

ამერიკა. მდივანი ქალი ზის საბეჭდი მანქანის წინ და საუბრობს ტელეფონზე. მას აცვია შავი კაბა, ხოლო თმა მოდურად დატალღული აქვს.



1942 წელი

325 ამერიკელი ქალები ახარისხებენ წერილებს ერთ-ერთ საგამომცემლო სახლში. როგორც ხედავთ, მათ აცვიათ ფართე ბლუზები და კაბები, რომელთა გულიც V-ფორმით არის ამოჭრილი. მათ უმეტესობას აქვს საშუალო სიგრძის თმა, ზოგიერთ ქალბატონს კი კვლავ გრძელი და შეკრული თმა აქვს.


1948 წელი

ფორდის სამოდელო სააგენტოში ელენ ფორდი და მისი მეუღლე პასუხობენ სატელეფონო ზარებს. ელენს აცვია შავი კლასიკური კაბა და აქვს მოკლე, ლამაზი ვარცხნილობა.


1950 წელი, 19 აგვისტო

საგამომცემლო სახლში ქალბატონს აცვია შავი სატინის კაბა, რომლის ქვედა ნაწილი გაშლილია, გული ამოღებული და მკლავები მოკლე.

1950 წელი, 28 სექტემბერი
ახალგაზრდა ქალი გასაუბრებაზეა ერთ-ერთ ფოტოსტუდიაში. სამსახურის თაობაზე მისულ ქალბატონს საკმაოდ კონსერვატულად აცვია და თმაც ასევე მკაცრად უკან შეკრული აქვს.

1965 წელი, სან-ფრანცისკო
ოფისიდან გამოსულ ქალებს ლანჩი აქვთ სკვერში. მათი სამოსი კონსერვატიულ ფერებშია. ყველა მათგანს აცვია ხორცისფერი კოლგოტები.


1955 წელი. ლონდონი

ქალბატონები საბეჭდ მანქანებთან. აქ უკვე ქალბატონებს უკეთიათ აქსესუარები.


1957 წელი

ეს ქალბატონი დიზაინერის მერხთან ზის. მას აცვია შავი ქვედატანი და როლინგი. აქვს ძალიან მოკლე ვარცხნილობა.

1960 წელი, ამერიკა
მდივანი ქალი ბეჭდავს ყურსასმენებით ნაკარნახებ ტექსტს. მას აცვია უსახელოებო ლურჯი ზედა და ამავე ფერის ქვედაბოლო. შეჭრილი აქვს მოდური კარე.

1968 წელი.
ადმინსტრაციული ოფისი იორკშირში. ქალბატონები მუშაობენ კალკულატორის წინამორბედ მანქანებთან. მათ უკვე მკვეთრი ფერის სამოსი აცვიათ. 17 ქალიდან 4-ს აცვია ყვითელი, სამს ვარდისფერი, 2-ს ლურჯი ზედატანი. უმეტესობას აპრეხილბოლოიანი ვარცხნილობა აქვს.


1970 წელი, 11 ნოემბერი, ფლორიდა.

ოპერატორი ქალბატონები სხედან კომპიუტერის წინამორბედებთან. შუაში მჯდომ ქალბატონს აცვია ზოლიანი ტოპი და აქვს თავისუფალი, საშუალო სიგრძის ვარცხნილობა. მარცხნივ მჯდომ ქალბატონს ყვითელი ზედატანი და ამავე ფერის ფეხსაცმელი აცვია. თავისუფალი ფორმის კარდიგანი აცვია მარჯვნივ მჯდომ ქალბატონს.



1970 წელი

ქალბატონი ზის კომპიუტერთან. მას აცვია კაშკაშა ვარდისფერი პიჯაკი და ამავე ფერის მოკლე ქვედატანი. მისი თმა საგულდაგულოდ დაყენებულია ლაკითა და თმის სხვა საშუალებებით.


1974 წელი

ორი ქალბატონი მუშაობს IBM 1130 კომპიუტერთან. ორივე მათგანს აცვია ჭრელი პერანგი. ორივეს აქვს ბუნებრივი ვარცხნილობა.


1975 წელი

ოფისის თანამშრომელი ქალი ტელეფონზე საუბრობს. მას აცვია თავისუფალი ფორმის კარდიგანი და ამავე ფერის განიერი შარვალი. მისი ფეხსაცმელი უჩვეულოდ პედანტურია. უკეთია სამაჯური და ბეჭედი, საშუალო სიგრძის თმა მოდურად აქვს დავარცხნილი.

1979 წლის 11 აპრილი
მარგარეტ ტეტჩერი კონსერვატორული პარტიის ოფისში. მას აცვია მკაცრი ფორმის პიჯაკი და ბაფთიანი ბლუზა. აქვს ოდნავ დატალღული თმა.

1980 წელი, მასაჩუსეტსი
ოფისის თანამშრომელ ქალს აცვია კოტონის ტოპი, აქვს მოკლე ვარცხნილობა.


1982 წელი

ქალბატონს, რომელიც ზის პერსონალურ კომპიუტერთან, აცვია თხელი, შიფონის ბლუზა, ტვიდის ქვედატანი და პატარაქუსლიანი ფეხსაცმელი. ბოლოებშეხვეული თმა ყურებზე აქვს გადაწეული.

1987 წელი.
ბელგიური წარმოშობის ამერიკელი დიზაინერი დაიან ფონ ფურშტენბერგი საკუთარ სტუდიაში. მას აქვს სადა მაკიაჟი, რომელიც მოიცავს მხოლოს ტუჩსაცხს. უკეთია დიდი რგოლისებული საყურეები და მასიური სამაჯური და ბეჭედი. აცვია სადა, შავი კაბა, რომლის გულის ჯიბიდანაც ჩანს თეთრი ცხვირსახოცი.

1989 წელი, თებერვალი.
Sky Tv-ს რედაქცია ლონდონში. ქალბატონს აცვია მწვანე ფერის ორბორტიანი პიჯაკი, რომელზეც დამაგრებული აქვს საოფისე ბარათი. აქვს მოკლე ვარცხნილობა.

1996 წელი.

სიუ ჯილიან-ოტი, მენეჯერი, იყენებს მონაცემთა ბაზის კომპიუტერს. მას აქვს გრძელი თმა, აცვია მუქი, ზოლებიანი პიჯაკი.

1999 წლის 5 ივლისი

გერმანული ქოლ-ცენტრის თანამშრომელი ქალი. აცვია გულამოღებული, უსახელოებო ლურჯყვავილებიანი ტოპი. ცერა თითზე უკეთია ვერცხლისფერი ბეჭედი. მიუხედავად ბევრად თამამი ჩაცმულობისა, ის მაინც ძალიან მოგაგონებთ პირველ ფოტოზე მოცემულ ვიქტორიანულ ჩაცმულობას.

1999 წლის 5 ივლისი, გერმანია
ქოლ-ცენტრის თანამშრომელი. მისი გრძელი თმა უკან არის შეკრული. ტუჩზე უსვია ძალიან ღია ფერის პომადა და აცვია შავი მაისური. სკამზე გადაკიდებული აქვს ჯინსის ქურთუკი. მარჯვენა მკლავს უმშვენებს სვირინგი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
???
2014 წელი. საქართველო. მაცვია სქინი ჯინსი, ლურჯი ბლუზა, ქუსლიანი ფეხსაცმელი, მისვია წითელი პომადა და ფრჩხილის ლაქი. მერე???
11:05 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93