სტილი

10 ყველაზე პოპულარული ტყუილი, რომელსაც ყველა მოდური გოგო ამბობს

10 ყველაზე პოპულარული ტყუილი, რომელსაც ყველა მოდური გოგო ამბობს
ყველა გოგოს ვალია, მოდურად იმოსებოდეს და მოდის ტენდენციებში ერკვეოდეს. ჩვენ შევაგროვეთ ფეშენპერსონების 10 ყველაზე პოპულარული ფრაზა, რომელიც ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს ფეხსაცმელი ისეთი მოსახერხებელია
- არადა, ლამაზი და ამავდროულად, მოსახერხებელი ფეხსაცმელი იშვიათობაა. ის, ვინც ამ ფრაზას ღიმილით ამბობს, ერთი სული აქვს, დროზე გაიხადოს იგი ან სადმე თავისუფალი სკამი ნახოს, რომ ჩამოჯდეს.

მოდის ტენდენციებს ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემი გემოვნებით ვიმოსები - მიუხედავად ამისა, მაინც ათვალიერებს მოდურ ჟურნალებს, დაძვრება ინტერნეტში, რათა გაიგოს, როგორი ვარცხნილობა ან ფერებია ამ
სეზონზე მოდაში.

ფული ეკონომიურად უნდა ვხარჯო, მომდევნო ორ თვეში არაფერს შევიძენ
- ეს ჯადოსნური ფრაზაა. როგორც კი მას იტყვით, გამოჩნდება მეგობარი, რომელიც მაღაზიაში პალტოს ასარჩევად გთხოვთ გაყოლას და ვერც მიხვდებით, ისე შეიძენთ საკუთარი თავისთვის რამდენიმე მოდურ სამოსს და მათთან შესაფერის აქსესუარებს.

Image result for fashion woman shhh
ეს Stella McCartney-ა - სინამდვილეში ეს Adidas by Stella McCartney-ა.

ამ ჩანთაში კოლოსალური თანხა გადავიხადე. ნახეთ, რა ხარისხია, რა მოდელი. მას ჩემს შვილიშვილებს დავუტოვებ
- როგორი მოდელიც არ უნდა იყოს ჩანთა, რა თანხაც არ უნდა გქონდეთ მასში გადახდილი, რამდენიმე სეზონის შემდეგ მოგბეზრდებათ მისი ტარება და შორს მოისვრით.

ამ სეზონზე მხოლოდ ღია ფერის სამოსს ჩავიცვამ
- სინამდვილეში, ყოველდღე გეცმევათ შავი ფერის კაბა, ბლუზა ან შარვალი, დღესასწაულებზეც კი. ფერადი შეიძლება მხოლოდ პომადა გესვათ.

უკვე მზად ვარ
- ყველა ქალის საყვარელი ფრაზა. მისი წარმოთქმის შემდეგ იწყება სამოსისა და აქსესურების შერჩევა და ერთი ჩანთის შემადგენლობის მეორე ჩანთაში გადალაგება.

Image result for fashion woman shhh
ეს "სმოლია" - ყველას სურს, გამხდარი გამოჩნდეს და თუ სამოსს დიდი ასოებით XL აწერია, მაინც ჯიუტად ამტკიცებთ, რომ ის "სმოლი" ზომაა და მწარმოებელს შეეშალა.

არ ვარ მფლანგველი - რა თქმა უნდა! ფულს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში კვებაზე, გადასახადებსა და ფეხსაცმელებზე ხარჯავთ, განსხვავებული ტონისა და მოდელის სამ წყვილზე.

არაფერი მაქვს ჩასაცმელი - გაიხსენეთ, დღეში რამდენჯერ ამბობთ ამ ფრაზას?.. გარდერობი სამოსით რომ ჰქონდეს გატენილი, ქალი მაინც იტყვის: არაფერი მაქვს ჩასაცმელი.




რაში უნდა ეძინოს ქალს, მამაკაცის აზრით

რაში უნდა ეძინოს ქალს, მამაკაცის აზრით



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მადონა
ბოლო ფრაზას 100% -ით ვეთანხმები *) ახლახანს შემიძინე საშემოდგომო სამოსი და ზამთარიც მომადგა კარზე ...როგორ არ ვთქვა,რომ -"არაფერი მაქვს ჩასაცმელი!"-შემოდგომის სამოსით ზამთარს როგორ გავატარებ?...ოხ ოხ ოხ ახალი ჩექმა ახალი მანტო ახალი ქუდი ხელთათმანი *)...ერთი სული მაქვს ბანკომატამდე მივიდე....20 წუთის წინ სმს-ი მოგრიალდა "ხელფასი ჩაირიცხააა"....
16:48 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93