სტილი

როგორ ვატაროთ მაღალი ქუსლები დისკომფორტის გარეშე. ეს პატარა საიდუმლო მართლაც ფენომენალურია!

როგორ ვატაროთ მაღალი ქუსლები დისკომფორტის გარეშე. ეს პატარა საიდუმლო მართლაც ფენომენალურია!
ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა წვეულების შემდეგ მაღალი ქუსლებისგან გათანგულს კოჭლობით გვივლია.
პატარა საიდუმლო, რომელსაც ახლა გასწავლით, ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ. მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ, რომ მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა არ გატკინოთ ფეხები:

ფეხის მესამე და მეოთხე თითები მჭიდროთ შეიკარით სამედიცინო ლეიკოპლასტით, შეგიძლიათ სკოტჩითაც და თამამად ჩაიცვით ნებისმიერი სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი.

აბსურდული რჩევა გგონიათ? სულაც არა! სწორედ ამ ორ თითს შორის მდებარეობს ნერვი, რომელიც იწვევს მწარე ტკივილს, როცა მასზე დაწოლა ხდება. ეს დაწოლა კი თითქმის
გარდაუვალია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის შემდეგ. თუკი თითებს მჭიდროდ შეიკრავთ, ნერვს დამატებით ზეწოლას თავიდან ააცილებთ და ფეხსაცმელიც ბოლომდე კომფორტულად გემსახურებათ.

ქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ ისეთი ქალურია! მის გარეშე წარმოუდგენელია ქალი მისთვის მნიშვნელოვან დღეს. იმედია, ეს რჩევა ბევრ თქვენგანს გაუადვილებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას; ხოლო მათთვის კი, ვისაც ეცოტავება ფეხსაცმელი გარდერობში, კიდევ რამდენიმე რჩევა თუ რეკომენდაცია გვაქვს:

1. ძალიან გემოვნებიანი და მოდური შეხამებააა – გახეხილი ჯინსები და თასმიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.


2. ლეოპარდი, მეტალიკა, კრემისფერი – ეს შეხამება ყველანაირ გლამურს სცდება.


3. არ ღირს წითელი, ქუსლიანი ფეხსაცმლის უგულებელყოფა. ის ხშირად გამოგადგებათ.


4. აბსოლუტური სტილი – პლატფორმა, ქუსლი, ქამრები. იდეალურია თხელ თავისუფალ კაბასთან.



5. ეს მოდელი არ კარგავს აქტუალურობას. განსაკუთრებით ლამაზია, როცა ქამარი კოჭზეა მოხვეული.



6. ზოლიანი პრინტი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.
ვერავინ დასდებს ასეთ ნავისებურ ფეხსაცმელს პრიმიტიულობაში ბრალს – საერთოდ არ არის მოსაწყენი ფეხსაცმელი.






7. ფიქრობ, რომ ლეოპარდის პრინტისა და მეტალიკის შეხამება რთულია? სულაც არა! შეუცვლელი ვარიანტია ქალაქში სასეირნოდ.





8. ასეთი პლატფორმა ყველაზე კომფორტულია სასიარულოდ. ისეირნე, თუ გინდა მთელი დღე, არ შეგაწუხებს დაღლილობა და დისკომფორტი.


9. კრემისფერისა და შავის შეხამება ამ ელეგანტურ ღია ფეხსაცმელს შესაფერისს ხდის ყველა შემთხვევისთვის და დროისთვის, თანაც ნებისმიერ ტანსაცმელთან.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 13 /
ნინო
არცერთი არ მომეწონა!!
17:13 / 23-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ემელინა
ყოველ-დრიურად ჰაცმა მარაჯქუსლიანების ნამდვილად მოსაწყენია,არადა ერტი სილამაზეა,ქალის ჰაცმულობა,ვინც არ გიცნობს და გნახავს კარგავ სილამაზეს,ვეცდებიტ დრესასწაულის დრეებსჰი ეს წესები გამოვიყენოტ და არ დავკარგოტ ჰვენი სილამაზე,,,,,მადლობტ რჰევებისატვის,,,,,,
12:31 / 23-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი