სტილი

რა უნდა იცოდეთ, თუ მოდას მისდევთ - 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები

რა უნდა იცოდეთ, თუ მოდას მისდევთ - 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები
ფოტო
2015 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის მოდის წამყვანი სახლები ფერთა ფართო არჩევანს გვთავაზობენ.

მოდაშია მკრთალი ვარდისფერი, მკვეთრი ზურმუხტისფერი, ნაზი იასამნისფერი, ცისფერი, მეწამული, შესქელებული რძის ფერი, ყვითელი, მონარინჯისფრო-ყავისფერი, ფირუზისფერი და ულტრამარინი.

იხილეთ ფოტოგალერეა

პრინტშიც მრავალფეროვნებაა. მოდაშია გეომეტრიული ფიგურები, ყველანაირი ზომის "კოპლები", დიაგონალური ზოლები, უჯრედები, დიდი ყვავილები და ფენტეზის ჟანრის მოტივები. მოდაში არ არის წვრილი ყვავილების პრინტი და განსაკუთრებით, მკაცრი ორნამენტი.

ერთტონიან ბლუზებს შესაკრავთან და მაჯებზე ნაქარგები ამშვენებს. მოდაშია აბრეშუმი, შიფონი, მაქმანი, ატლასი, რბილი ტყავი. ასევე, რბილი ტყავით გაწყობილი შიფონის კაბები.

თავისუფალი სილუეტი, მრავალი ფენა, ასიმეტრიულობა, სხვადასხვა სტილის მოსაცმელები - ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ, შეარჩიოთ იდეალური მოდელი ნებისმიერი ფიგურისთვის. 2015 წლის მოდა 70-იან წლებს წააგავს. აჟურული ჩანართები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, ყველაზე მკაცრი სტილის მოდელებსაც კი გააცოცხლებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ინასარიძე
ჟურნალი "და ქალი"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93