ალბათ, არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა: "ნეტავ, მომიხდება მოკლე თმა?"
საქმე არამხოლოდ მოკლე თმის პრაქტიკულობაშია. ზაფხულის მოლოდინში გვსურს არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება, არამედ "უარყოფითი ენერგიისგანაც", რომელიც ბევრი სპეციალისტის აზრით, სწორედ ჩვენს თმაში გროვდება.
ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ერთიმეორის მიყოლებით იჭრიან მოკლედ თმას. რიანამ, სკარლეტ იოჰანსონმა, ვიქტორია ბექჰემმა და სხვა ბევრმა ვარსკვლავმა უკვე მოასწრეს საკუთარ თავზე მოერგოთ ახალი იმიჯი, რომელმაც არა მხოლოდ გამოაცოცხლა მათი გარეგნობა, არამეც რამდენიმე წელიც მოაკლო მათ.
თუკი გადაწყვიტე, შეიცვალო გარეგნობა, მაგრამ ვერაფრით გადაგიწყვეტია, მოგიხდება თუ არა მოკლე ვარცხნილობა, ყურადღებით წაიკითხე ეს სტატია!
მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდი "5,5 სანტიმეტრი" გამოაქვეყნა ცნობილმა სტილისტმა და მარკა ჯონ ფრიდას დამაარსებელმა. "ქვედა ყბის კუთხე სახესთან მიმართებაში განსაზღვრავს, მოუხდება თუ არა ქალს მოკლე ვარცხნილობა, თუ აჯობებს, ჰქონდეს გრძელი თმა", - განმარტავს სტილისტი.
მაშ ასე, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოთ, მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა, აიღეთ ფანქარი და სახაზავი და მიჰყევით შემდეგ რჩევებს:
1. განათავსეთ ფანქარი (კალამი, ფლომასტერი) ნიკაპს ქვემოთ ჰორიზონტალურად, ხოლო სახაზავი - ყურის ქვეშ, ვერტიკალურად.
2. გაზომეთ ფანქრისა და სახაზავის კვეთაზე მანძილი. თუ ის 5, 5 სანტიმეტრზე ნაკლებია, ესე იგი, მოკლე ვარცნილობა ძალიან მოგიხდებათ, ხოლო თუ მეტი - ნუ იჩქარებთ გრძელი თმის შეჭრას.
მაგალითისთვის გთავაზობთ მიშელ უილიამსისა და კიმ კარდაშიანის ფოტოებს. პირველს აშკარად უხდება ვარცხნილობა პიქსი, ხოლო მეორისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გრძელი, მხრებამდე და მასზე გრძელი თმა არის.