ნოველები

№ 109. თავი 15. კონფლიქტი უფროსთან

№ 109. თავი 15.  კონფლიქტი უფროსთან
1 / 3
Next
ისეთი სახით მიაბიჯებდა ელენე დარასელის გვერდით, იფიქრებდით, იძულებულია, ასე მოიქცესო. ვერ ვიტყვით, რომ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. უფრო პირიქით, ძალიან კარგად უგებდნენ და ემეგობრებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მაშინ, სანამ ელენე მხოლოდ ჩვეულებრივ თანამშრომელს წარმოადგენდა. ნუ, ეგონა მაინც, რომ ასე იყო...

ახლა კი... ახლა გაუგებრობასა და ბრაზს ერთად გრძნობდა. არა, ხომ გააფრთხილა?! თუმცა, უშედეგოდ! დემნასგან ვერ იტანდა „ლენას“ დაძახებას და ახლა გიორგისგან უნდა ითმინოს?! არაფერიც!

– გიორგი, მომისმინე! – შეუტრიალდა მოულოდნელად. ნამდვილად არ სურდა
სეირნობის კიდევ უფრო გაგრძელება, ისედაც მხოლოდ იმიტომ გამოჰყვა, დემნას რომ დაენახა ეს ყველაფერი.

– რა ხდება? – კაცი კი, ისეთი გაღიმებული მიუბრუნდა, იფიქრებდით, მართლა ვერ ხვდება, რამე არასწორად თუ გააკეთაო.

– რა ხდება და გთხოვე მგონი უკვე, ნუ მომმართავ იმ სახელით, რომელიც არ მქვია! – თვალები ისე უელავდა, სიბნელეშიც კი ჩანდა მათში არსებული ცეცხლი. თითქოს, ნაპერწკლებსაც კი ისროდა გარშემო ამის წარმოთქმისას.

– რატომ რეაგირებ ასე მძაფრად, ლენა?

– გიორგი! – ეს კი მართლა ბოლო წვეთი გამოდგა. აღარც ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა, მკლავზე მოკიდებული ხელიც სასწრაფოდ გააშვებინა. გააფთრებულ მტაცებელს ჰგავდა და ერთი ზედმეტი სიტყვაც რომ ეთქვა კიდევ, აშკარად ცუდად დაასრულებდნენ.

– არ მეგონა, ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა... – ბოლოს ისევ დარასელი დანებდა და ისე აიჩეჩა მხრები, ეჭვსაც ვერ შეიტანდით მის გულწრფელობაში. – დემნა ხომ მოგმართავს ასე...

– შენ დემნა არ ხარ! – წარმოთქვა გადაჭრით, შემდეგ კი, სეირნობის დრო არ მაქვს, შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოო, მოკლედ მოუჭრა და ისეთი ტემპით გაემართა საკუთარი ნომრისკენ, აზრიც არ ჰქონდა მის შეჩერებას...
1 / 3
Next
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93